კანადაში, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია აშშ-ს კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორ ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს და არსებული პრობლემატიკა მიმოიხილეს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე.