გიორგი მღებრიშვილი მერილენდის შტატის სასწავლო ცენტრს ეწვია

გიორგი მღებრიშვილი მერილენდის შტატის სასწავლო ცენტრს ეწვია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მერილენდის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასწავლო ცენტრს ეწვია. გიორგი მღებრიშვილი ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, მეთოდოლოგიას და ძირითად მიმართულებებს გაეცნო.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის განკუთვნილ პროგრამებზე, მათი დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმებზე.

მასპინძლებმა გიორგი მღებრიშვილს შემუშავებული პროგრამების სისტემა და ცენტრის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა გააცნეს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს სწავლების საჭიროებებს.  

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პენიტენციურ სიტემაში დაგეგმილ რეფორმაზე და მის მთავარ კომპონენტზე - თაბამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც მათ სავალდებულო გადამზადებას და შერჩევის ახალი სისტემის დანერგვას გულისხმობს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული პენიტენციური განათლებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.

აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიურო (INL) მიერ 2-წლიანი პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთა შესაბამისი გადამზადებაა.