საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში არასრულწლოვნებს 73 წლის მამაკაცთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა

საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში არასრულწლოვნებს 73 წლის მამაკაცთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა

საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში არასრულწლოვნებს 73 წლის მამაკაცთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა და ფირზე იღებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა თესალონიკთან ახლოს, კატერინში მოხდა. 39 წლის საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში არასრულწლოვნებს ბერძენ 73 წლის მამაკაცთან სექსუალურ კავშირს აიძულებდა და სექსუალური კავშირის სცენებს ფირზე იღებდა. ბერძული საგამოძიებო უწყების ცნობით, 17 წლის გოგონა, რომელსაც 73 წლის მამაკაცთან იძულებით ჰქონდა სექსუალური კავშირი, საავადმყოფოშია და ფსიქოლოგიურ დახმარებას გადის. ბერძენი მამაკაცის სახლში კი აღმოჩენილია ოთახი, სადაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნების გაუპატიურება და სცენების ფირზე გადაღება ხდებოდა.

მათივე ცნობით, დაკავებული ქართველის საცხოვრებლიდან ამოღებულია ათი DVD დისკი, რომელზეც მსგავსი სცენებია აღბეჭდილი, ასევე ფოტოსურათები, ვიდეოკამერა და ლეპტოპები. მასალები პორნოგრაფიული შინაარსის სცენებს შეიცავს.