მომავალ კვირას NDI გენდერული კვლევის პრეზენტაციას გამართავს

მომავალ კვირას NDI გენდერული კვლევის პრეზენტაციას გამართავს

მომავალ კვირას NDI გენდერული კვლევის პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს NDI-ის პრეზიდენტმა კენეტ ვოლაკმა განუცხადა. მისი თქმით, კვლევაში ასახულია თუ რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის შესახებ.

"26 ნოემბერს ჩვენ გვექნება გენდერული კვლევის პრეზენტაცია, სადაც თავმოყრილია ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის, იმიტომ რომ ამ კვლევაში ასახულია, თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართულ საზოგადოებას პოლიტიკაში და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მიმართ და ა.შ",- განაცხადა ვოლაკმა.