საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ყველა ბერკეტი გამოიყენოს რუსეთის აგრესიული ქმედებების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან ე.წ ხელშეკრულების გაფორმების საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ. ასევე დაგეგმილია აღნიშნულ თემაზე საუბარი ნატოსა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალებზე.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებას შეეხება, საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. სამინისტრო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

რუსეთის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, ეთხოვოს რუსეთის პრეზიდენტს, ხელი მოაწეროს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.