პრინციპული პოზიციაა, რომ მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები შს სამინისტროდან გამოვიდეს

პრინციპული პოზიციაა, რომ მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები შს სამინისტროდან გამოვიდეს

პრინციპული პოზიციაა, რომ მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვიდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავიუსფალი დემოკრტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძე აცხადებს, მოსმენებთან დაკავშირეთბით მათთვის მიუღებელია კანონპროექტის პირველი ვარიანტი, რომელზეც უმრავლესობა თანხმდება.

"გუშინ რაც მოვისმინეთ, უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, მაინც პირველ ვარიანტზე ყალიბდებიან, რაც არის ცუდი და მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ პრინციპული პოზიციაა, გამოვიდეს გასაღები შს სამინისტროდან, რადგან ეს იქნება რეალურად ეპოქალური ცვლილება, მაგრამ ამ ცვლილების თაობაზე ჯერ არ არის პოლიტიკური ნება ხელისუფლებაში. ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ვახტანგ ხმალაძემ შემოგვთავაზა, ვფიქრობ, ჯერ საუკეთესო გამოსავალია", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საპარლამენტო უმრვალესობა მხარს დაუჭერს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებულ პროექტს, სადაც ე.წ. გასაღებიდან ერთი უნდა იყოს შსს-ში, მეორე – პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან.