ნატო-ს გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

ნატო-ს გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

ნატო-ს გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს. 

უკრაინული მედიის ცნობით, ლატვიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტამდე, ლატვიის საზღვრებთან ახლოს ნატო-ს F-16 ტიპის გამანადგურებლებმა რუსულ Ил-20 -ს გზა გადაუჭრეს.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მიმდინარე წელს ნატო-ს გამანადგურებლებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის გზის გადაჭრის მიზნით 400 აფრენა განახორციელეს. მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, ეს რიცხვი 50 პროცენტით არის გაზრდილი. 

ლიტვაში ვიზიტით მყოფმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მინსკის სამშვიდობო შეთანხმების შესრულებისა და უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანისკენ.