რესპუბლიკელების ფრაქცია ითხოვს განმარტებას, რატომ უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტებში საშტატო ერთეულები

რესპუბლიკელების ფრაქცია ითხოვს განმარტებას, რატომ უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტებში საშტატო ერთეულები

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები" ითხოვს განმარტებას და დამატებით არგუმენტებს, თუ რატომ უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტებში საშტატო ერთეულები და თანამშრომელთა რაოდენობა. 

პრემიერ მინისტრთან გუშინ საღამოს გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებებიც იყო. 

"ჩვენ მოვითხოვეთ დამატებითი არგუმენტები, თუ რატომ უნდა შევცვალოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ფორმულა, რომლითაც მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება. ამაზე დამაჯერებელი არგუმენტები არ მიგვიღია", - განუცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს.

კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით ვერ ამტკიცებს, რადგან არსებული ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში მოსაზრებები გაყოფილია და საკმარისი ხმების არარსებობის გამო პროექტი კენჭისყრაზე არ დგება.