ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტი უფრო სრულყოფილია, ვიდრე იურიდიული კომიტეტის ვერსია

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტი უფრო სრულყოფილია, ვიდრე იურიდიული კომიტეტის ვერსია

პრემიერ–მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტია.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, ბესელია–ფოფხაძე–სესიაშვილის მიერ შემუშავებული პროექტი უფრო სრულყოფილია, ვიდრე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ვერსია, ამიტომ თავად მხარს სწორედ ბესელია–ფოფხაძე–სესიაშვილის პროექტს დაუჭერს.

"ხმალაძის ვერსია კარგია, მაგრამ მეორე, რომელიც წარმოადგინეს ბესელია– ფოფხაძე–სესიაშვილმა, არის გაცილებით უფრო კარგი, სრულყოფილი, ბალანსს უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების ხელშეუხებლობასა და ადამიანის უფლებებს დაცვას შორის. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭრს ამ ვარიანტს", – აღნიშნა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი არ გამორიცხავს, რომ ორივე კანონპროექტის შეჯერება მოხდეს.