კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემაა ე.წ. მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით არსებული კანონპროექტები.
დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება მსჯელობა ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტსა და სესიაშვილ-ბესელია-ფოფხაძის კანონპროექტზე.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე უმრავლესობის წევრები და პრემიერ-მინისტრი ისაუბრებენ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე. ასევე საუბარი შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტსაც.