გიორგი მღებრიშვილი  ჩარლზ სამუელს შეხვდა

გიორგი მღებრიშვილი ჩარლზ სამუელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებების ფედერალური ბიუროს დირექტორს ჩარლზ სამუელს შეხვდა. შეხვედრის მიზანს სასჯელაღსრულების სისტემის მართვის საკითხებში გამოცდილების გაზიარება და სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების განხილვა წარმოადგენდა.

ჩარლზ სემუელის განმარტებით, ბიუროს მთავარი მიზანია არამარტო სასჯელის აღსრულება, არამედ მსჯავრებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ეფექტიანი მუშაობა. უწყება აერთიანებს სასჯელაღსრულების ფედერალურ სისტემას, რომელიც 6 რეგიონშია განლაგებულია და  213 000-ზე მეტ მსჯავრდებულზე ზრუნავს.

„აღნიშნული სამსახურის მიზანია, რომ მსჯავრდებულები რეაბილიტირებულები დაუბრუნდნენ საზოგადოებას და სოციუმში მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია მოხდეს. ამისათვის ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საზოგადოებაში დაბრუნების ეფექტიანი სისტემა. ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები ციხის ინდუსტრიის, განათლების, ნარკორეაბილიტაციის, პროფესიული გადამზადების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამები დანაშაულის რეციდივის შედეგიანი საშუალებაა.“ - განაცხადა ჩარლზ სამუელმა.

სასჯელაღსრულებების დაწესებულებების ფედერალურ ბიუროში ვიზიტისას ქართული დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ მართვის პროცესის ეფექტიანობის შეფასების ინსტრუმენტებს, ასევე სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მეთოდოლოგიას და პრაქტიკას.

გიორგი მღებრიშვილს კოლეგამ პატიმართა რისკების შეფასებისა და კლასიფიკაციის სისტემის ამერიკული გამოცდილებაც გააცნო.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა და საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის სურვილი გამოთქვა.