სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვისკონსინის შტატის კონგრესმენს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვისკონსინის შტატის კონგრესმენს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის კონგრესმენს, შონ დაფს შეხვდა.

კონგრესმენი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის პრიორიტეტებით, რეფორმის პროცესითა და მისი განხორციელების ვადებით დაინტერესდა. შონ დაფმა შემდგომი მხარდაჭერისათვის მზაობა გამოხატა.

აშშ-ის კონგრესმა მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში  1 მილიონი დოლარი დაამტკიცა, რომელიც ამერიკის მთავრობამ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ორწლიანი პროექტის განხორციელების მიზნით გამოყო.

პროექტის ძირითადი მიზნებია საქართველოში თანამედროვე და ჰუმანური სასჯელაღსრულების პრაქტიკის დანერგვა, მულტიდისციპლინარული გუნდის დანერგვის ხელშეწყობა, ასევე სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაბამისი მომზადება.

მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს პროექტის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვისას, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემის მოწინავე დამოცდილების გაზიარება ხდება - აღინიშნა შეხვედრისას.