გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში ექსტრადირებას ეკა ბესელია ეხმაურება

გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში ექსტრადირებას ეკა ბესელია ეხმაურება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა განიხილებოდეს, როგორც ანტიტერორისტული კამპანიის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყნის პოზიცია.

„გუანტანამოს ციხის დახურვის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იყო მიღებული. საქართველო არის ანტიტერორისტული კამპანიის მონაწილე ქვეყანა, ასევე აქვს პარტნიორული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და  გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ამ ფორმატში შესაძლებელია საქართველო მონაწილეობდეს კამპანიის და პატიმრების გაცვლის ნაწილში. ბუნებრივია, თუ არ ექნებოდა სანდოობა საქართველოს მხარეს იგივე პენიტენციალურ სისტემას იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს, არც ასეთი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. ალბათ, ამ ჭრილში უნდა შევხედოთ ამ საკითხს“, - აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ გუანტანამოს ციხის სამი მსჯავრდებული სასჯელს საქართველოში მოიხდის.

ექსტრადაციის შესახებ ინფორმაციას აშშ ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.