სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვისკონსინის შტატის სენატორს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ვისკონსინის შტატის სენატორს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის  შტატის სენატორს, რონ ჯონსონს შეხვდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სენატორს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

შეხვედრისას ხაზი გაესვა აღნიშნულ საკითხში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას, ასევე აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს როლს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესებისა და გაჯანსაღების საქმეში.

„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს პროექტის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვისას, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების სისტემის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ხდება“- აღინიშნა ქართული მხარის მიერ.

სენატორ რონ ჯონსონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს დახმარებას საქართველოს განვითარებადი ინსტიტუტების, მათ შორის პენიტენციური სისტემის რეფორმებისა და გაძლიერების პროცესში.