რუსეთის დუმის დეპუტატი ლიტვასთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივით გამოდის

რუსეთის დუმის დეპუტატი ლიტვასთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივით გამოდის

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ლიტვასთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის "კომუნისტური პარტიის" დეპუტატის, ნიკოლაი კოლომეიცევის განცხადებით, რუსეთმა ყველანაირი ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს ლისტვასთან და ამავდროულად, სანქციები დაუწესოს.

"დოჟდის" ცნობით, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინმა ინიციატივა მოიწონა და დეპუტატს წინადადების წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვა.

რუსი დეპუტატის ინიციატივა ლიტვასთან ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე, ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებას მოჰყვა. გუშინ ლიტვურ რადიოსთან საუბრისას გრიბაუსკაიტე უკრაინის მხარდაჭერის მოწოდებით გამოვიდა.

"თუ ტერორისტული სახელმწიფო, რომლებიც მეზობლის წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებენ, არ გაჩერდება, მაშინ ეს აგრესია ევროპაზე და მის ფარგლებს გარეთაც გავრცელდება", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.