მინისტრების მოადგილეებმა 8 თვის განმავლობაში დანამატისა და პრემიის სახით 1 089 499 ლარი მიიღეს

მინისტრების მოადგილეებმა 8 თვის განმავლობაში დანამატისა და პრემიის სახით 1 089 499 ლარი მიიღეს

მინისტრების მოადგილეებმა 2014 წლის 8 თვის განმავლობაში დანამატისა და პრემიის სახით 1 089 499 ლარი მიიღეს, -ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი სახელფასო და დანამატი იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს აქვთ მიღებული, ყველაზე დაბალი კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 109 143 ლარი, დანამატი 40 000, პრემია კი 118 830 ლარი მიიღეს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნულ პერიოდში ხელფასი 103 500 ლარი და დანამატი 144 567 ლარი მიიღეს. მათ პრემია არ მიუღიათ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 86 840, დანამატი 19 500, პრემია კი- 87 040 ლარი მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 70 431, დანამატი - 11 100, პრემია კი- 57 040 ლარი მიიღეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებმა ხელფასის სახით 23 600, დანამატი 4995, პრემია კი - 15000 ლარი მიიღეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 99 814, დანამატი - 8 160, პრემია კი - 68 000 ლარი აიღეს.

განათლების მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 88 880, პრემია კი - 44 441 ლარი აიღეს.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 54 625, დანამატი - 3 652, პრემია კი - 20 102 ლარი მიიღეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 72 303, დანამატი - 68110, პრემია კი - 9240 ლარი მიიღეს.

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 88 880, პრემია კი - 110 640 ლარი მიიღეს.

სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 86804, პრემია კი - 82 150 ლარი მიიღეს.

კულტურის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასი 68 456, დანამატი - 8333, პრემია კი - 80429 ლარი მიიღეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებმა ხელფასის სახით 91 971, დანამატი 46 450 პრემია კი - 7380 ლარი მიიღეს.

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ხელფასის სახით 87 728, პრემია კი - 53 100ლარი მიიღეს.

სულ მოადგილეებზე გაცემულია ხელფასის სახით 1 134 475, დანამატი 406547 და პრემია 682952 ლარი.

"აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ კი არასრულად, ხოლო შინაგან საქმეთა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროებმა, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მიუხედავად კანონის მოთხოვნისა საერთოდ არ მოგვაწოდა ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

როგორც ხედავთ, საქმე გვაქვს "ქართული ოცნების" მორიგ ტყუილთან. ტყუილია, თითქოს "ქართული ოცნების" უუნარო და არაკომპეტენტური მთავრობა აღარ იღებს დანამატებსა და პრემიებს", - აცხადებს ნადირაშვილი.