უსუფაშვილმა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმართა ცემის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა

უსუფაშვილმა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმართა ცემის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმართა ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

"ასეთ ფაქტებზე ძალიან მალე უნდა შევიდეს სიცხადე, რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა უსუფაშვილა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, უნდა მოხდეს სწრაფი და მყისიერი გამოძიება. მისივე განმარტებით, ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია გამოძიების პროცესში:

"ამდაგვარი ფაქტები უნდა იქნეს ისე სწრაფად და მყისიერად გამოძიებული, როგორც ეს დაიწყო. როგორც ვიცი, ყველა უწყება ჩართულია, ვინც უნდა იყოს ჩართული. დაველოდოთ შედეგებს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.