ჯოზეფ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა

ჯოზეფ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ჯოზეფ ბაიდენთან ერთად, უკრაინაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვიქტორია ნულანდი ჩავიდა.

ჯოზეფ ბაიდანი დღეს უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და პრემიერ-მინისტრ, არსენი იაცენიუკს შეხვდება.

უკრაინაში აშშ-ის ელჩის ჯეფრი პაიეტის განცხადებით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლებასთან რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს განიხილავს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან.

ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც დღეს იუბილარია, უკრაინის შემდეგ მაროკოსა და თურქეთს ეწვევა.

უკრაინაში დღეს ევრომაიდნის დაწყების ერთი წლისთავს აღნიშნავენ.