უმრავლესობის სხდომამდე, პრემიერ-მინისტრს ფრაქცია

უმრავლესობის სხდომამდე, პრემიერ-მინისტრს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები შეხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, უმრავლესობის სხდომის გამართვამდე, ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა გაიმართება.

ფრაქციის წევრები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 19.30 საათზე შეიკრიბებიან, 20.00 საათისათვის კი დაგეგმილია უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკითხი და ე.წ. გასაღების თემაზე მომზადებული პროექტები.