ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატები მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას სურვილისთვის, მხარი დაუჭიროს აშშ-ის ძალისხმევას გუანტანამოს ციხის დახურვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ამერიკის შეერთებული შტატები თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა უზრუნველყოს, რომ პატიმართა ტრანსფერი უსაფრთხოებისა და ადამიანური მოპყრობის ზომების შესაბამისად განხორციელდეს", - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაშია.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში გუანტანამოს სამი პატიმრის - სალა მოჰამედ სალი ალ-დაბის, აბდელ ღაიბ აჰმად ჰაკიმისა და აბდულ ჰალიდ ალ-ბაიდანის გადაგზავნა განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი იემენელია. გარდა საქართველოში გამოგზავნილი სამი პატიმრისა, აშშ-ის ხელისუფლებამ ერთი იემენელი და ერთი ტუნისელი პატიმარი სლოვაკეთში გააგზანა.

აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2010 წელს გუანტანამოს ციხიდან საქართველოში სამი პატიმარი გამოიგზავნა.

გუანტანამოს ციხე ოფიციალურად 2002 წლის იანვარში გაიხსნა სპეციალური პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.

2009 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ინაუგურაციის მეორე დღესვე მოაწერა ხელი. თუმცა, კონგრესის უარის გამო ციხის დახურვა ამ დრომდე არ მომხდარა.

გუანტანამოში ამ ეტაპზე 143 პატიმარი რჩება.