ემზარ კვიციანთან დაკავშირებით, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას აქვს ადგილი

ემზარ კვიციანთან დაკავშირებით, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას აქვს ადგილი

ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას აქვს ადგილი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოასწოროს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რაც არის ზეწოლის მცდელობა.

"გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ ერთი საქმის შესახებ განაჩენმა გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა, ძირითადად იმ კუთხით, რომ ფაქტობრივად გრძელდება ზეწოლა უკვე სააპელაციო სასამართლოზე. მოწოდება არის ისეთი, რომ სასამართლოს ეუბნებიან, გაითვალისწინოს რაღაცეები და გამოასწოროს ეს ყველაფერი. როცა ამას აკეთებს ხელისუფლება, ეს არის ზეწოლის მცდელობა. როცა ამას აკეთებს ჟურნალისტი ან ადვოკატი, ეს ვერ ჩაითვლება ზეწოლის მცდელობად და აღიქმება ჩვეულებრივ კრიტიკად. ხელისუფლების წარმომადგენლების პირდაპირი განცხადებები, რომ ეს იყო პოლიტიკური, თუ სხვა ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოასწოროს, არის ზეწოლის მცდელობა, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

ემზარ კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.