სტოლტენბერგი - 2014 წელს რუსული თვითმფრინავების გამო, ნატოს 400-ჯერ მოუწია საკუთარი თვითმფრინავების ჰაერში გაშვება

სტოლტენბერგი - 2014 წელს რუსული თვითმფრინავების გამო, ნატოს 400-ჯერ მოუწია საკუთარი თვითმფრინავების ჰაერში გაშვება

2014 წლის განმავლობაში, ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავების მანევრების გამო, ნატოს რეაგირება 400-ჯერ მოუწია. 
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესტონეთში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამდენჯერ მოუწია ნატოს თვითმფრინავების ჰაერში აყვანა.

მისი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 50 პროცენტით მეტია 2013 წელთან შედარებით. სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის სამხედრო აქტივობის გაძლიერება შეინიშნება ბალტიის, ნორვეგიისა და შავი ზღვების თავზე იმ სივრცეში, რომელშიც ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან.