თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმის მასალების ნაწილს გრიფი უახლოეს დღეებში მოეხსნება, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ "პალიტრა ტვ"-ს ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.
"ჩვენ გავდივართ სათითაოდ დოკუმენტებს და კონტრდაზვერვის დასკვნა, რომელ დოკუმენტზეც გვეტყვის, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ მასალები არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და შესაძლოა გრიფი მოეხსნას, რა თქმა უნდა მოეხსნება. საქმეს გრიფი მთლიანად არ მოეხსნება, რადგან მასში არის რიგი დოკუმენტები, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.