საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთიანეთის კომისია, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტები, რაჭის გადარჩენისა და განვითარების კავშირი 2014 წლის 21 ნოემბერს, 12:00 საათზე გიწვევთ!
კონფერენციაზე - „რაჭა XXI საუკუნის კვირაძალზე“
დღის წესრიგი:
გახსნა - მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი;
შესავალი სიტყვა - მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ავთანდილ არაბული;
მოხსენებები:
ორი წლის მუშაობის შედეგები - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ლომთაძე;
ორი წლის მუშაობის შედეგები - ონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლობჯანიძე;
სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და სოფლის მზრუნველთა საბჭოების შექმნის აუცილებლობა რაჭაში - მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ლევან ფრუიძე;
რაჭის ახალი გზის მშენებლობის პრობლემები - ოთარ კერვალიშვილი - საავტომობილო გზების ექსპერტი;
გამოსვლები და მოსაზრებები.
დადგენილების მიღება.
მისამართი: რუსთაველის გამზ. 52, მეხუთე სართულის დიდი დარბაზი.