საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ პრემიერ-მინისტრს შეხვდება

საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ პრემიერ-მინისტრს შეხვდება

საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ საღამოს პრემიერ-მინისტრთან შეიკრიბება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 20:00 საათისთვის არის დანიშნული.

მსჯელობის ერთ-ერთი საგანი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკითხი და აღნიშნული საკითხის თაობაზე თავად უმრავლესობის შემადგენლობიდან ორი ერთმანეთის ალტერნატიული საკანონმდებლო პროექტი იქნება.