სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის მიერ გაჟღერებული ფაქტთან დაკავშირებით სრულყოფილ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. აღნიშნულის შესახებ მედიას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აცნობა.

კახიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებდა გამოძიებას და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გასჩენოდა შიდა გამოძიების მიმართ, საქმეზე სრულყოფილ გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.