კახა ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს

კახა ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში დღეს ჩამოასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ კახა ბენდუქიძის ახლობლები, სტუდენტები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

კახა ბენდუქიძეს აეროპორტიდან სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე, #5-ში გადაასვენებენ, სადაც ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს კახა ბენდუქიძეს შაბათს, 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება კი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან მოხდება.

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა.