ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილთან არავითარ ფარულ საუბრებს ადგილი არ ჰქონია, კაცურად ვუთხარით ერთმანეთს სათქმელი

ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილთან არავითარ ფარულ საუბრებს ადგილი არ ჰქონია, კაცურად ვუთხარით ერთმანეთს სათქმელი

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან არავითარ შეთანხმებას ან ფარულ საუბრებს ადგილი არ ჰქონია, კაცურად ვუთხარით ერთმანეთს სათქმელი , – ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ რადიო "თავისუფლებისათვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ირაკლი ალასანიამ საქართველოს ყოფილ პრემიერთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

"ბიძინა ივანიშვილს ჩვენი საერთო მეგობრის, შალვა შავგულიძის მამის გასვენებაში შევხვდი შემთხვევით. მან მთხოვა პირდაპირ, რომ კარგი იქნებოდა, გაგვესაუბრა, რაზეც ბუნებრივია, დავთანხმდი. შეხვედრა იმავე საღამოს შედგა, რადგან აქამდე არ გვქონდა საშუალება, შეგვეფასებინა, ჩვენი ხედვა ერთმანეთისთვის გაგვეცვალა, თუ რატომ მივიდა ქვეყანა ასეთ ვითარებამდე, ღიად გვესაუბრა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ არავითარ შეთანხმებას ან ფარულ საუბრებს ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ, კაცურად ვუთხარით ერთმანეთს სათქმელი და ვთქვით, რომ მთავარია, ამ პროცესებმა არ დააზიანოს სახელმწიფო და სახელმწიფო არის ყველაზე წინ",-განაცხადა ალასანიამ.