სოსო ჯაჭვლიანი - მე დღეს მოვედი ჩემს მეგობართან, ჩემს ძმასთან, ემზარ კვიციანთან

სოსო ჯაჭვლიანი - მე დღეს მოვედი ჩემს მეგობართან, ჩემს ძმასთან, ემზარ კვიციანთან

კითხვა მაქვს, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას რატომ მიუსაჯეს მხოლოდ 7 და 4 წელი, ხოლო ემზარ კვიციანს - 12 წელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა.

სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის შენობასთან ემზარ კვიციანის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა აქცია უკვე დატოვა.

როგორც ჯაჭვლიანმა განაცხადა, ასევე საკითხავია კოდორში განვითარებული მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რამდენჯერმე დაიბარეს დაკითხვაზე, რატომ არ გამოცხადდა.

"ის კანონზე მაღლა დგება? თავისუფლად დასეირნობს წინ და უკან. სააკაშვილზე გამოცხადდა ძებნა, როცა პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ მივიდა. ასევე უნდა მომხდარიყო ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაშიც", - განაცხადა ჯაჭვლიანმა. 

მისივე თქმით, ემზარ კვიციანის პერიოდში კოდორის ხეობა დაცული იყო.

"მე დღეს მოვედი ჩემს მეგობართან, ჩემს ძმასთან, ემზარ კვიციანთან და უბრალოდ მოვედი ხალხთან", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

მისივე თქმით, უმჯობესია დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ემზარ კვიციანის მხარდამჭერებმა პარლამენტიდან "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს.
ემზარ კვიციანს სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა.