თეა წულუკიანი - კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან

თეა წულუკიანი - კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან

ერთი ადამიანის მიერ ევროპულ არჩევანთან საკუთარი თავი გაიგივებას ჰგავდა ის განცხადება, რომელიც აბსოლუტურად სიურპრიზის სახით მეცა სახეში ეკრანიდან , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიო "თავისუფლების" პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თეა წულუკიანმ უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა "თავისუფალი დემოკრატების" განხაცდებას ქვეყნის ევორპული კურის საფრთხეში ყოფნასთან დაკავშირებით, "მათ რატომ განაცხადეს ის, რაც განაცხადეს, ამ კითხვაზე პასუხისთვის მე ვერ გამოგადგებით. მე შემიძლია, პასუხი გაგცეთ იმ კითხვებზე, რაც ჩემს განცხადებებს და ჩემს პოზიციებს ეხება. ჩემი პოზიცია იყო და არის ის, რომ ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, არის პროდასავლური მთავრობა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა თუნდაც იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოწეროდა; რომ ის სხდომა შემდგარიყო, რომელიც 17 ნოემბერს ბრიუსელში შედგა; რომ ის მაღალი ვიზიტები და შეფასებები მიგვეღო, რაც ორი დღის წინ მივიღეთ ბრიუსელში. მაგრამ, ის მაღალი შეფასებები, რომელსაც იღებს მთავრობა ევროკავშირის, თუ ნატო-ს მხრიდან, არ ეკუთვნის ამ მთავრობას, ეს ეკუთვნის ხალხს და სწორედ აქ განსხვავდება ჩემი და "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციები ერთმანეთისგან, დღეს უკვე ძალიან რადიკალურად. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან, რომ მე თუ ვარ, ე.ი. პროცესი ევროპულია და თუ არ ვარ, ე.ი. - არ არის. ამ განცხადებას ჰგავდა ის განცხადება, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად სიურპრიზის სახით წამოვიდა ტელევიზორიდან და ეკრანიდან მეცა სახეში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, ძალიან წუხს და დარდობს ბრალდებულებზე, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, ვინაიდან მათ დაცვა სჭირდებათ. წულუკიანის თქმით, თავად რომ თავდაცვის მაღალჩინოსნების ადვოკატი იყოს, აუცილებლად გამოიყენებდა პროკურატურის შეთავაზებას, საქმის მასალებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში გაცნობოდნენ.