"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"სააკაშვილი ხვდება, რომ რეალურად დრო მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. სააკაშვილის ორატორობა, ცრუ დაპირებები უკვე დიდი ხანია გაშიფრულია. სააკაშვილს ერთი კოზირიც აღარ დარჩა. ბოლო კოზირი ტყუილების ტყუილიებით შეცვლა იყო. მანამდე იყო დემოკრატია, ასდოლარიანი პენსია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასი საავადმყოფო, ისევ დემოკრატიის მორიგი ტალღა და ა.შ. - ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, რომ ჩვენი მოსახლეობა და მათ შორის, ხაზგასმით ვამბობ, სააკაშვილის მხარდამჭერები კარგად ხვდებიან, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. სააკაშვილის მხარდამჭერები ხვდებიან, რომ მათი მხარდაჭერა უკვე მარაზმს დაემსგავსა", - აცხადებს ექსპერტი, ბიძინა ივანიშვილი გუნდის წევრი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხელისუფლება პოლიტიკურ ტერორს გააგრძელებს.
"პრეზიდენტის შეხვედრა 4 იანვარს ცესკოს-ს თავმჯდომარესთან ცოტა ალოგიკურად და გაუმართლებლად მეჩვენება. არ მახსენდება არც ერთი წელიწადი, პრეზიდენტი ახალი წლის დღეებში ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვედროდეს. ვიმეორებ, სააკაშვილმა იცის, რომ დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. მაგრამ ამ შემთხევაში ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრით ცდილობს იმის დემონსტრირებას, რომ მას არ ეშინია. მას სურს გააქარწყლოს ის ჭორები, რომ პრეზიდენტი მაისში აპირებს არჩევნების დანიშვნას. ამით, ერთგვარად, თავისი მხარდამჭერები შეინარჩუნა. დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგული აქვს და სულ უფრო მეტად დაკარგავს მომდევნო თვეებში, რადგან სააკაშვილი კვლავ მიმართავს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალისა და ძალაუფლების გამოყენებას, რაც უკვე საგანგაშო ხასიათს იღებს დასავლეთის თვალში. ამ ფონზე სააკაშვილის დაკვირვების პროცესში იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
"სააკაშვილის პირველი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი ან ალიანსი შეავიწროვოს, წერტილოვანი დარტყმები მიაყენოს ფინანსებს, მხარდამჭერ გუნდებს, ივანიშვილის იმიჯს და სხვ. იმავდროულად, ის დააკვირდება რეიტინგებს, რასაც ჩვენ არ გვაჩვენებენ. თუ დაინახა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის აღმავალი სვლა, შეეცდება, სწორედ ამის მიხედვით განსაზღვროს, როდის დანიშნოს არჩევნები - ერთი მხრივ, პოლიტიკურ ტერორს განაგრძობს, მეორე მხრივ კი დაკვირვებას. იმის მიხედვით, რა მოცემულობა იქნება. ძალაუფლება მის ხელშია და როცა დასჭირდება, მაშინ გამოიყენებს. ეჭვი მებარება, თუნდაც დღეიდან მოყოლებული, სააკაშვილის პოზიციებმა სადმე მაინც პროგრესი განიცადოს. ამის მიხედვით დაინიშნება არჩევნები შემოდგომაზე ან გაზაფხულზე და ეს დამოკიდებული იქნება ამ პროცესზე - პრეზიდენტი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში დააკვირდება, შემდეგ დრო აღარ რჩება", - მიიჩნევს ექსპერტი.
"რამდენადაც ადგილი აქვს ხელისუფლების მხრიდან სახელისუფლებო ტერორს, იმდენად ფორსირებულად მუშაობს ივანიშვილის გუნდი თავის პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად. ივანიშვილის ირგვლივ იკრიბება ჩვენი საზოგადოების დიდი არმია. ბევრი მათგანი მზად არის, ჩაერთოს ამ მოძრაობაში. მათ სურვილი აქვთ, დღეიდანვე რეგიონებში გავიდეთ, თითოეულ ოჯახში მივიტანოთ ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ, "ქართული ოცნების" პერსპექტივებისა და რეალობის შესახებ. ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება. მალე ჩვენ მთელ საქართველოს მოვედებით, სადაც მაუწყებლობს სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელევიზიები, იქ და სხვაგანაც ფეხით მივალთ, ადამიანებს პირისპირ დაველაპარაკებით და სიმართლეს ვეტყვით", - დასძენს ირაკლი სესიაშვილი.
817
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85