აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთთან შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რუსეთთან შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სამინისტროებთან შეთანხმებული რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ შეთანხმების ვარიანტს მხარი დაუჭირა და მიიღო გადაწყვეტილება, რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართოს, დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ე.წ. მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის "პარლამენტში" წარდგენილია რუსეთის მიერ მომზადებული შეთანხმების პროექტი "თანამშრომლობისა და ინტეგრაციის" შესახებ, რომლის ზოგიერთი დებულება აფხაზეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რისთვისაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შეთანხმების აფხაზური რედაქციის მოსამზადებლად.

დეფაქტო მთავრობის მიერ დღეს მხარდაჭერილი შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია აფხაზეთის დეფაქტო საგარეო, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროებისა და საბაჟო და უშიშროების სამსახურებთან.