კახი კახიშვილი სახალხო დამცველს სთავაზობს, სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაში პატიმრებს ერთად შეხვდნენ

კახი კახიშვილი სახალხო დამცველს სთავაზობს, სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაში პატიმრებს ერთად შეხვდნენ

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილი სახალხო დამცველს სთავაზობს, ერთად მივიდნენ სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაში და ერთად შეხვდნენ პატიმრებს.

კახიშვილის თქმით, ამით გამოირიცხება ის, რომ დასკვნა, რომელიც გენერალური ინსპექციის მხრიდან დაიდება, არ გახდება სადავო.

"სისტემა არის გახსნილი და სახალხო დამცველთან ერთად კოორდინირებულად მუშაობისთვის მზად ვართ. ამიტომ თუ ნანუაშვილი შეძლებს და ერთად შევხდებით პატიმრებს, ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი, მანამ, სანამ გენერალური ინსპექცია საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებს", - განაცხადა კახიშვილმა.

მისსივე თქმით, გენერალური ინსპექცია საქმეს იძიებს და იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება სასჯელაღსრულების თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა.