რიჩარდ ნორლანდი ახალგაზრდა ქართველ მეწარმეებს და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

რიჩარდ ნორლანდი ახალგაზრდა ქართველ მეწარმეებს და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თბილისის ამერიკულ კუთხეში ახალგაზრდა ქართველ მეწარმეებს და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, სამეწარმეო გარემო საქართველოში მუდმივად უმჯობესდება.

"ამ კვირაში ჩვენ აღვნიშნავთ მეწარმეობის გლობალურ კვირას. ამ კუთხეში კი შეიკრიბნენ ახალგაზრდა ქართველი მეწარმეები, ბიზნესფაკულტეტის სტუდენტები, რომლებსაც ვხდებით და რომლებსაც ექნებათ შესაძლებობა ოლაინ ჩართვის მეშვეობით კონტაქტი დაამყარონ წარმატებულ ამერიკელ მეწარმესთან, რომელმაც თავად შექმნა კომპანია და ძალზე წარმატებული გახდა. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ეუფლებიან მეწარმოების საქმეს, რომ ამერიკულ გამოცდილებას გაეცნონ, ისაუბრონ ინგლისურად და მიიღონ ახალი კომპანიის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.