აშშ-ის სენატმა არ მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეების თვალთვალს ზღუდავს

აშშ-ის სენატმა არ მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეების თვალთვალს ზღუდავს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა არ მიიღო კანონი, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილებას ზღუდავს. ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" CNN-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონის მიღებას ორი ხმა დააკლდა.

კანონპროექტს მხარი 58 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42.

ამერიკული თავისუფლების აქტის მომხრეები, რომელთა შორის არიან ლიბერალი დემოკრატები და ლიბერალი რესპუბლიკელები, იმედოვნებდნენ, რომ საზოგადოებას აღელვებდა ინფორმაცია სპეცსამსახურების მიერ მასობრივი სატელეფონო მოსმენების და ინტერნეტში პირადი ინფორმაციების წვდომასთან დაკავშირებით.

"რესპუბლიკელმა" სენატორმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილების შეზღუდვით შეუძლებელი გახდება იმ ტერორისტების დაკავება, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, პიტერ კესიგი მოკლეს.

კესიგი სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმყოფებოდა და 16 ნოემბერს "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების წევრებმა მოკლეს.

ხსენებული კანონპროექტით, ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მოიპოვოს და შეინახოს დიდი რაოდენობით საუბრების ჩანაწერები. ამით უნდა დაკავებულიყვნენ მსხვილი სატელეფონო კომპანიები, ხოლო ხელისუფლება, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ჩანაწერის გამოთხოვნით კომპანიებს მიმართავდა, თუკი ჩათვლიდა, რომ ეს ინფორმაცია როგორღაც ტერორიზმს უკავშირდებოდა.

ამერიკული თავისუფლების აქტი 2013 წლის ოქტომბერში მიიღეს. ის ზღუდავს სამთავრობო პროგრამების უფლებამოსილებებს, რომლის მეშვეობით სპეცსამსახურების თანამშრომლები აშშ-ის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ.