ნდობის ჯგუფში ჩვენი მონაწილეობა პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდიდა

ნდობის ჯგუფში ჩვენი მონაწილეობა პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდიდა

პარლამენტის დამოუკიდებელი ფრაქციის "თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, ნდობის ჯგუფი მას შემდეგ უნდა შეკრებილიყო, რაც მათი მხრიდან ჯგუფის შემადგენლობაში ფრაქციის წევრი შევიდოდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

"სწორი არ არის ჩვენი ფრაქციის, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციის წარმომადგენლის გარეშე მიმდინარეობს მსჯელობა იმ საკითხებზე, რაზეც დღეს ნდობის ჯგუფი შეიკრიბა. ნდობის ჯგუფში ჩვენი მონაწილეობით სხდომის გამართვა განხილვის პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდიდა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატები" ნდობის ჯგუფში დამოუკიდებელი დეპუტატებისათვის განკუთვნილი კვოტის შევსებას ზურაბ აბაშიძის კანდიდატურით აპირებენ. ამას თავად აბაშიძე არც უაყოფს და ადასტურებს.

ნდობის ჯგუფის სხდომა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. განხილველი საკითხია თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ფინანსური მასალები. ასევე მსჯელობის ერთ-ერთი საკითხია ხელშეკრულება, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და "სილქნეტს" შორის გაფორმდა.