"მეორე გასაღების პერსონალური დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემა პრობლემის გადაწყვეტისთვის ერთადერთი სწორი გზა"

ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი მერაბ ტურავა მერაბ ტურავა მიიჩნევს, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ წარმოდგენილი პროექტი, ამ საკითხისადამი ყველაზე პროგრესული მიდგომაა.

მერაბ ტურავას განცხადებით, უნდა შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს მოქალაქეთა პირად თავისუფლებას, მაგრამ იმავდროულად სახელმწიფოს უსაფრთხოება უგულვებელყოფილი არ იქნება.

ყოფილი მოსამართლე თვლის, რომ  შს სამინისტროსთან ერთად, მეორე გასაღების პერსპონალური დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემა პრობლემის გადაწყვეტისთვის ერთდაერთი სწორი გზაა.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არის ის სამართლებრივი ფიგურა, რომლის სამართლებრივის სტატუსის გაძლიერების შესახებაც ხაზგასმითაა ნათქვამი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში. მიმაჩნია, რომ შს სამინისტროსთან ერთად, მეორე გასაღების პერსონალური დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემა არის ერთდაერთი სწორი გზა პრობლემის გადაწყვეტისთვის. ერთი გასაღებით შს სამინისტრო დაიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხოლო მეორე გასაღები, რომელიც იქნება პერსონალური დაცვის ინსპექტორის ხელში, გარანტი იქნება იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არ იქნება ეს გასაღები გამოყენებული არასათანადოდ. შესაბამისად, პერსონალის დაცვის ინსპექტიორი იქნება იმის გარანტი, რომ მოქალაქის პირადი ცხოვრება იქნება ხელშეუხებელი", - განაცხადა მერაბ ტურავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ დროისთვის კანონპროექტის რამდენიმე ვერსიაა წარდგენილი. სამუშაო ჯგუფს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ცვლილებების პაკეტის ალტერნატიულ ვარიანტს წარუდგენს, რომლიც ე.წ. ორი გასაღების პრინციპს ემყარება.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ერთ გასაღებს პერსონალური მონაცემების ინსპექტორი გააკონტროლებს, მეორეს კი - შინაგან საქმეთა სამინისტრო.