ნათია დოლიძე, "კვირის პალიტრა.გე"
გასულ წელს ქვეყნის ცხოვრების სხვადსხვა სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზი და შეფასება "კვირის პალიტრამ" უკვე შემოგთავაზათ. ახლა ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან ერთად შევეცდებით 2012 წლის პოლიტიკური მოვლენების პროგნოზირებას.
- ბატონო სოსო, სავარაუდოდ, რთული პოლიტიკური წელიწადი გვიდევს წინ?
- მოგეხსენებათ 2012 წელი საარჩევნო წელია, შესაბამისად, პოლიტიკური დაძაბულობა იქნება ძალიან მაღალი. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ პოლიტიკრ სივრცეში გამოჩნდა ფიგურა, რომლის გარშემოც გაერთიანებული პოლიტიკური ძალები სააკაშვილის ხელისუფლების რეალურ ალტერანატივად განიხილება.
- ბოლო ხანს გაისმის პროგნოზი, რომ მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე შესაძლოა გადადგეს პრეზიდენტობიდან და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩვენო სიას ჩაუდგეს სათავეში.
- ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ვამბობდი, რომ მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმებში პარლამენტის თავმჯდომარეობა უფროა, ვიდრე პრემიერობა-მეთქი. ეს გამოსჭვიოდა მის განცხადებებში. ის, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ამგვარად შეძლებს აიცილოს თავიდან შეფასება ქართული ხელისუფლების "პუტინიზაციის" თაობაზე, თანაც მის ასეთ მეტამორფოზას, სავარაუდოდ, დასავლეთშიც უფრო გაგებით შეხვდებიან და არ შეაფასებენ პუტინის მიბაძვად, მით უფრო, რომ მას არცთუ ცოტა "პიარმენეჯერი" ჰყავს მიმოფანტული როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
- ჯერ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა საპარლამენტო არჩვენების ჩატარების თარიღი. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება და არჩვენები შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე დანიშნოს.
- სააკაშვილის დაჟინება, რომ 26 მაისს საპარლამენტო სხდომა ქუთაისში პარლამენტის ახლად აგებულ შენობაში უნდა გაიმართოს, მაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება მართლაც გაზაფხულზე გეგმავს არჩევნების ჩატარებას. კონსტიტუციის შეცვლა მაგათ ნამდვილად არ უჭირთ, თან ერთგვარი ტრადიცია დამკვიდრდა, 2004 წლიდან მოყოლებული არც საპრეზიდენტო და არც საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა თავის კონსტიტუციურ ვადაში, სულ ცვლიდნენ საკუთარი სურვილის მიხედვით კანონს და ახალ ვადებს ადგენდნენ. სააკაშვილი უფრო დიდი ვა ბანკზეც მიდის და უკვე სრულიად გაუგებარ და უმეცარ საკანონმდებლო ცვლილებებს იღებს. ამის მაგალითად ისიც გამოდგება, რომ ელექტრონული მედიის წარმომადგენელს "საკანონმდებლო მაცნეს" დაავალებს პარლემანტის მიერ მიღებული კანონების რედაქტირება, რაც უპრეცედენტო რამაა. ეს სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრ ადეიშვილის ბრძნებით დააკანონა, რაც უკვე თვალსაჩინოს ხდის, რომ სულ რამდენიმე ადამიანი განკარგავს ამ ქვეყნაში პარლამენტსაც და მთელ ქვეყნასაც. ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმდებები გაპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების დაკარგვის შიშით. ამგვარი შიში სააკაშვილისთანა ემოციური მმართველისთვის ძალიან ცუდი მრჩეველია.
- თქვენი აზრით, არსებობს საშიშროება, რომ პოლიტიკურმა პროცესმა ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს?
- ჩვენს ხელისუფლებას არც პრაქტიკა და არც პოლიტიკური მეთოდები გააჩნია მოწინააღმდეგესთან პოლიტიკურ ასპარეზზე დაპირისპირებისა. მათთვის არსებობის შენარჩუნების ყველაზე საუკეთესო სივრცე ქუჩაა, სადაც ოპონენტებსა და საკუთარ მოსახლეობაზე გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ძალადობით შეუძლიათ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ძალიან შეეცდებიან პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გასატანად, მაგრამ როგორც ვაკვირდები ბიძინა ივანიშვილსაც და მის გარშემო შეკრებილ პოლიტიკურ ჯგუფსაც კარგად ესმის ხელისუფების ეს სისუსტე, ვგულისხმობ მოწინააღმდეგესთან კანონიერ ველში ოპონირებას. შესაბამისად, მათი მტკიცება, რომ ისინი მხოლოდ კანონიერ ფარგლებში, საარჩევნო გზით აპირებენ საკუთარი პოლიტიკის წარმართვას სრულიად გამართლებულია და მათი ქუჩაში გაყვანა ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება.
- თავის მხრივ, რთული ვითარებაა ოპოზიციაშიც, ჯერ კიდევ გაურკვეველია ივანიშვილის მოქლაქეობის საკითხი, თქვენი აზრით, შეძლებს არჩვენებამადე დაიბრუნოს ქვეყნის მოქლაქეობა?
- მე კითხვას ასე დავსვამდი, შეძლებს კი სააკაშვილი არ დაუბრუნოს ბიძინა ივანიშვილს მოქლაქეობა? საქმე ისაა, რომ სამართლებრივად არავითარი საფუძველი აღარ არსებობს იმისთვის, რომ ბატონ ბიძინას მოქლაქეობა არ მისცენ. ერთადერთი მიხეილ სააკაშვილს მოუწევს დაამტკიცოს, რომ ივანიშვილი დამნაშავეა, თუმცა მან ამგავრი ტყუილი უკვე იმდენჯერ და იმდენ ვინმეზე თქვა, რომ თვალსაჩინო ფაქტების გარეშე ახლა უკვე მას აღარავინ მოუსმენს არც საქართველოში და არც მის ფარგლებს.
- ხელისუფლების აქტიურობის ფონზე, ბევრი მიიჩნევს, რომ ბიძინა იანიშვილის მოქმედების ტემპი დაბალია.
- ეს ადამიანი პოლიტიკაში სულ რაღაც სამი თვეა რაც მოვიდა, ამ სამ თვეში რთულია ერთდროულად სახალხო მოძრაობაც დააფუძნო და პარტიაც, ვფიქრობ, მისი ტემპი სრულიად დამაკმაყოფილებელია. თუმცა მესმის სზოგადოების სულსწრაფობისაც, რომელსაც უნდა რაც შეიძლება მალე განხორცილედეს რეალური ცვლილებები, მაგრამ ამ გზაზე აჩქარება არ ივარგებს. ყველაფრის გონიერად დაგეგმვაა საჭირო.
- როგორი იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი დასავლეთის, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია?
- უნდა გითხრათ, რომ საქართველოსადმი ამერიკის დამოკიდებულება კი არ შეცვლილა, არამედ შეიცვალა ელჩი. მოგეხსენებათ, ჯონ ტეფტი იყო უკიდურესად მიკერძოებული ადამიანი, რომელიც ბოლოს ლამის "ნაციონალების" აქტივისტად იქცა. ის ძალიან ბევრ რამეს მალავდა და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ობიექტურ ინფორმაციას არ აწვდიდა ამერიკის მთავრობას. დღეს სიტუაცია შეიცვალა. ჯონ ბასის მოღვაწეობა სრულიად განსხვავებულია, ის ყველა დეტალლს თაობაზე თვითონაც ინფორმირებულია და ამერიკის მთავრობასაც დეტალურ ინფორმაციას აწვდის, რამაც ბევრი რამ შეცვალა ამერიკის მთავრობის სააკასვილის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაში. მიხეილ სააკაშვილს ესეც ძალიან აცოფებს. ვფქირობ, მომავალ პოლიტიკურ პროცესებში საერთაშორისო ფაქტორიც მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი და მეტიც, გადამწყვეტი იქნება ჩვენი საზოგადოების აქტიურობა.
735
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85