"ალიას" მასალების მიხედვით
"სახალხო კრებამ", ჩვენში შემომავალმა პარტიებმა მხარი დავუჭირეთ და მივესალმეთ ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში. ჩვენი თვითმიზანი მანდატების მცირე ოდენობით აღება სულაც არ არის - თუ ის ბირთვი დარჩა ხელისუფლებაში, რომელიც ამდენ დანაშაულებრივ ქმედებას სჩადის, მაშინ რაღა აზრი აქვს საერთოდ არჩევნებს. ჩვენ პირადად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბატონი ბიძინა მოვიდეს ხელისუფლებაში. ნებისმიერი ფორმით დავუჭერთ მას მხარს, რა ფორმაც ამისთვის საჭირო გახდება", - აცხადებს სახალხო კრების ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუიში, სათაურით პოლიტიკოსს არ უნდა შეეშალოს და ასეთი განცხადებები არ უნდა გააკეთოს" / რა რჩევებს აძლევს ნონა გაფრინდაშვილი ბიძინა ივანიშვილს.
"რაც შეეხება მის გვერდით მდგომ პარტიებს, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ და გავჩუმდები, რადგან ეს ბატონი ბიძინას საქმეა. მე გამკვირვებია ირაკლი ალასანიასი და რესპუბლიკელების, ბატონი ბიძინა ხმას არ იღებს და ამ დროს ესენი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ - ბოლო განცხადება, რაც ალასანიამ გააკეთა არის ნონსენსი: რა მოხდა, თუკი მეორე ადგილზე გავალთ, მივესალმებით ამ სიტუაციას და ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება სააკაშვილთან და მის გუნდთანო... ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ბატონი ბიძინა იმიტომ გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, რომ ამოიწურა მისი ნდობის ფაქტორი ამ ხელისუფლებისადმი. ამ ფონზე, როდესაც ირაკლი ალასანია მეორე და მესამე ადგილით კმაყოფილდება, ეს ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნონა გაფრინდაშვილი.
"ჩვენ რა ფორმატში ვითანამშრომლებთ ივანიშვილთან, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნებით, მთავარია, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ სიტუაციაში დავდგეთ ბატონი ბიძინას გვერდით, რა შემთხვევაშიც დასჭირდება ჩვენი დახმარება, დავეხმარებით. თუმცა არც ისაა გამორიცხული, სულ სხვანაირად წარიმართოს სიტუაცია - თუკი ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, ბატონ ბიძინაზე ზეწოლა და საშუალება არ მოსცა, იმოქმედოს წესით და კანონით, მაშინ საზოგადოებას ერთიღა დარჩენია: აღარ დავკონკრეტდები, მაგრამ ვიტყვი, რომ თუკი ჩაკვდა საზოგადოების ბოლო ოცნება, ჩაკვდება პროცესი. როცა მე და ბატონი ბიძინა შევხვდით ერთმანეთს, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა და არ გვისაუბრია კონკრეტულ პოლიტიკური საკითხებზე. ჩვენ ერთმანეთისადმი გამოვხატეთ ურთიერტპატივისცემა დ, ეს იყო ჩვენი შეხვედრის მიზანი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე ჩემს აზრს გეტყვით - ქალბატონ ნინო ბურჯანაძის გზა და ბატონ ბიძინა ივანიშვილის გზა აუცილებლად უნდა გადაიკვეთოს, ისინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. თუ რომელიმე პოლიტიკოსს შეუძლია თქვას, რომ მართლა ებრძვის ამ ხელისუფლებას, მიუხედავად დაშინებისა, ოჯახის წევრებზე ზეწოლისა... კრების საბჭოში ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ბურჯანაძე ხელისუფლებასთან გარიგებაზე არასდროს არ წავა. ამიტომ ბატონ ბიძინას სწორედ ასეთი ადამინები სჭირდება გვერდით. თუ დადგა მომენტი, რომ ბატონ ბიძინას სხვა კუთხით დასჭირდება დახმარება, ჩვენთვის იმას კი არა აქვს მნიშვნელობა ახლა ვინ დგას ივანიშვილის გვერდით. მე სულ არ მაინტერსებს ირაკლი ალასანია და რესპუბლიკელები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში მოვიდდეს ივანიშვილი და სწორედ მას დავუდგებით გვერდით. მე ვთვლი, რომ უნდა მოხდეს ოპოზიციის გაერთიანება", - დასძენს ნონა გაფრინდაშვილი და შეკითხვას - "რას გააკეთებს სახალხო კრება იმისთვის, რომ ივანიშვილისა და ბურჯანაძის გზები გადაიკვეთოს", - პასუხობს:
"მე ნამდვილად ვერ ვუკარნახებ ბატონ ბიძინას, რა უნდა გააკეთოს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახავთ, რა მოხდება".
798
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85