"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ივანიშვილის დამატებით პოლიტიკურ რესურსად იქცა შთამბეჭდავი ქველმოქმედება და უკანასკნელთან დაკავშირებული ნდობა-მოლოდინი. რასაკვირველია, ივანიშვილის გადასაწყვეტია, რაში დახარჯავს ფულს - ქველმოქმედებაში, უიმედოდ დაბალრეიტინგიან პარტია-ამალების დაფინანსებაში, თუ კაზინოში. იმასაც გეტყვით, რომ არც ფულის "ეროვნება" არ მაინტერესებს" თუ ის კანონით აკრძალულ მიზნებს არ ხმარდება. "რუსული ფულის" შესახებ ყოველდღე მესმის და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მცდარი და რაც მთავარია, არაეფექტური და არაფრის მომტანი ყიჟინაა. ამ მოყიჟინეებს მხოლოდ ხმაური აინტერესებთ, მარგი ქმედების კოეფიციანტის გარეშე", - აცხადებს პოლიტოლოგი, დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გაიმარჯვებს თუ არა ივანიშვილი არჩევნებში? / სოსო ცინცაძის საახალწლო სურვილები: დასაქმება, შრომის კოდექსის გაუქმება და სამართლიანი არჩევნები.
"ასეთი საშუალებით ისინი საკუთარი ბროლის ოცნების ასრულებას გეგმავენ - ეგებ, სადაც ჯერ არს გაიგონონ მათი ყიჟინა და არჩევნებში მმართველი პარტიის სიებში ამოყონ თავი. ეს პრაგმატულად მოაზროვნე ხალხია - იციან, რომ სწორედ ასეტი "დამსახურებით" სხედან დღეს პარლამენტში პიროვნულად ნულოვან რეიტინგიანი ცალკეული "კლაკერები"? ისე კი ყველას გასაგონად ვიტყვი: პოლიტიკურ მიზნებში "რუსული" თუ "ჩინური" ფულით მანიპულირება ფეთქებადი თემაა - აქედან აგენტობის ბრალდებამდე ნახევარი ნაბიჯია და ამ თემით ჟონგლიორობას ყნოსვადაგეშილი დილეტანტები უნდე შეეშვნენ. ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ, შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში - მათ შორის საქართველოშიც ნაშოვნმა ფულმა იმუშაოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
"უკეთესი იქნება თუ ამაში გარკვევას სათანადო სფეროს პროფესიონალებს მივანდობთ, ჩვენ კი როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის სწორი და მცდარი ნაბიჯების ანალიზით შემოვიფარგლებით. ფულზე ბანკირებმა უნდა აკეთონ კომენტარები, ან სამართალდამცავებმა, როცა ის კრიმინალურ ფუნქციას იძენს. სულ მიკვირს, რატომ ხდება, რომ სამეცნიერო გრანტებით დაწყებული და იგივე პარლამენტის სავარძლით ის ხალხი სარგებლობს, თავისი მლიქვნელობა-მაამებლობით მხოლოდ ზიანი რომ მოაქვთ ქვეყნისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლებისთვისაც. საქმეც ის არის, რომ მათი "ბრძოლა" ბუმერანგად უბრუნდება მმართველ პარტიას. თუ ისეთ სულელურ არგუმენტს გამოვიყენებ - ივანიშვილმა შეიძლება ყოველ გლეხს თითო ტრაქტორი აჩუქოს და ეს დაუშვებელიაო, როგორ გგონიათ, ამით გავზრდი თუ შევამცირებ ივანიშვილის მომხრე გლეხების რიცხვს? ან თუ ვიტყვი, ნება არ მოვცეთ ივანიშვილის, რომ ყველა ლტოლვილს ბინები უყიდოს - რა რეალური შედეგი მოუყვება ამას? ნებისმიერი კრიტიკა დამაჯერებელი უნდა იყო, სხვაგვარად ის ბუმერანგია", - განმარტავს პოლიტოლოგი.
"ჯერ ბატონი ბიძინა მხოლოდ ემბრიონულ სტადიაში მყოფი კოალიციის არაფორმალური დისიდენტ-ლიდერია. პოლიტიკოსისთვის აუცილებელი გამოცდილების დეფიციტის გამო იგი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, თუმცა ხანგრძლივი გათვლებით ეს ტრაგედია არ არის. ივანიშვილი პოლიტიკისთვის ჯერ ახალგაზრდაა და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, არჩევნებსაც ბევრს მოესწრება. ყველა ხომ არა დაბადებულა კეისრად შუბლზე რომ ეწეროს - "მივედი, ვნახე, დავამარცხე?" რეიგანი მესამე ცდაზე გახდა პრეზიდენტი, დე გოლს კი მთელი 10 წელი დასჭირდა პრეზიდენტობისთვის. როგორმე საქართველოც გაუძლებს 10-წლიან უბიძინობას. სადღეისოდ ივანიშვილი ისეთი ლიდერია, როგორც მე დალაი-ლამა ვარ. ის კი ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული", - დასძენს სოსო ცინცაძე.
797
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85