"ასავალ-დასავალის" მასალების მიხედვით
"რუსული "კაგებეს" გენერალი, პუტინის მეგობარი და სააკაშვილის ღვიძლი ბიძა თემურ ალასანია ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება. ალასანია ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაინიშნა მრჩევლის თანამდებობაზე", - წერს გაზეთი "ასავალ-დასავალი" სტატიაში სათაურით თემურ ალასანიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა!
"როგორც ჩანს, დიქტატურის გზაზე შემდგარ სააკაშვილს დემოკრატიული ძალების - აშშ-ისა და დასავლეთის იმედი აღარ აქვს, რადგან საქართველოში უკვე ოფიციალურად დაამყარა ავტოკრატიული რეჟიმი. სააკაშვილმა ტავისუფალი მედის თითქმის მიწასთან გაასწორა, სახელმმწიფოში არსებული ყველა უწყება საკუთარი ინეტერესების სასიკეთოდ მოაწყო და ქვეყანა ერთ დიდი ციხედ გადააქცია, რის გამოც, უცხოეთი თვალში კარგა ხანია ანტიდემოკრატ მმართველად განიხილება. სწორედ ამიტომაა, რომ ძალაულების შესანარჩუნებლად სააკაშვისთვის ერთადერთ იმედად რუსეთი რჩება, რომელმაც მის გაპრეზიდენტებაში ლომის წვლილი შეიტანა - მაშინ, როდესაც ვარდების რევოლუცია კულმინაციას უახლოვდებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის იგორ ივანოვის თბილისში ჩამოსვლა და მის მიერ შევარდნაძის გადაყენება ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ სწორედ პუტინი იყო და არის სააკაშვილის მთავრობის ძირითადი დასაყრდენი", - აღნიშნავს გამოცემა.
"დღეს მიშა კვლავ მოსკოვის დახმარებით ლამობს ხელისუფლების შენარჩუნებას და ამისთვის საკუთარი ბიძა, რუსეთის "კაგებეს" გენერალი, ცნობილი საქმოსანი და დანაშაულებრივ საქმიანობაში არაერთგზის მხილებული თემურ ალასანია გამოიძახა. მაშინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" და მათ ზონდერჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთადერთ "კომპრომატად" რუსეთში არსებული ბიზნეს-წილები ესახებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე ოფიციალურად და თანაც წამყვან თანამდებობაზე ინიშნება რუსული "კაგებეს" გენერალი თემურ ალასანია. როგორც ჩანს, სააკაშვილი აქტიურად ეძებს კრემლთან და პუტინ-მედვედევთან მისასვლელ გზებს! ბიძა მან ამისთვის გამოიძახა!", - დასძენს გამოცემა.
2005
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85