ჯაბა ჟვანია, "საქარტველო და მსოფლიო"
ბოლო დროს აჭარის რეგიონში სომხური ინვესტიციების მასობრივი შემოდინება რომ ქვეყნის დემოგრაფიულ სურათზე მალე უარყოფითად შეიძლება აისახოს, ამაზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, დიდი ხანია, აქტიურად საუბრობენ და ამ პროცესს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის სერიოზულ საფრთხისშემცველ მოვლენად აღიქვამენ... კონკრეტულად რა საფრთხეებზეა საუბარი და რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა არსებულმა რეალობამ, _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» არმენოლოგი ბონდო არველაძე ესაუბრა.
– ბატონო ბონდო, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ბათუმი და მთლიანად აჭარა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ კვანძად გამოაცხადა, გამუდმებით გვესმის, რომ სომხეთს ამ რეგიონზე თვალი უჭირავს, რომ სომხური ინვესტიციები ჩვენს დემოგრაფიას გარკვეულ საფრთხეს უქმნის და ა. შ. თქვენ რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?
– საერთოდ, აჭარა და მთლიანად საქართველოს შავიზღვისპირეთი ყოველთვის იყო და დღესაცაა სომხეთის გარკვეული ინტერესის ობიექტი, ეს არახალია და ამაზე აქამდეც არანაკლებ აქტიურად საუბრობდნენ ჩვენი მეცნიერები, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება და რაც მე მესმის აჭარაზე, ნამდვილად დამაფიქრებელია.
ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ არსებობს ასეთი ორგანიზაცია – «შავიზღვისპირეთის სომეხთა კავშირი», რომელშიც შედიან აფხაზეთის სომხები, აჭარის და ასევე აჭარის იქით, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური სომხებიც. ეს ორგანიზაცია, დღიდან მისი დაარსებისა, იბრძვის და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ მთელი შავიზღვისპირეთის გასწვრივ, ზოლად ჩაასახლონ სომხები, ამისთვის მუშავდება მთელი რიგი პროექტებისა, პროგრამებისა და კოლოსალური თანხები იხარჯება ამ გეგმების განხორციელებისათვის. აი, სწორედ ამ პროცესის გაგრძელება მგონია მე ის, რაც დღესდღეობით აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში ხდება და მიმაჩნია, რომ ამ ყველაფრის მიჩუმათება კატეგორიულად არ შეიძლება. ამით ქვეყანა შეიძლება ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს, რომელთა გადაჭრა შემდეგ და შემდეგ გაცილებით რთული იქნება...
– თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს საფრთხე რეალობად არ გვექცეს?
– ეს საფრთხე უკვე დღესაც რეალურია და ამიტომაც ვსაუბრობთ ახლა ამ თემაზე, როგორც პრობლემაზე. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ცხადია, კონსტიტუციაში ვერ ჩაწერ, რომ ამა თუ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეს აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები. მიმაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს გარკვეული მექანიზმი ან თუნდაც კანონი, რომლის თანახმადაც, არაქართველზე არ უნდა გაიყიდოს მიწა, თუ მაინცდამაინც გაიყიდება, ეს უნდა იყოს მხოლოდ შეზღუდული ოდენობით და არა ისე, როგორც დღეს ხდება _ უკონტროლოდ; წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი მიგვიყვანს სერიოზულ პრობლემებამდე და ჩვენ გვახსოვს, ისტორიიდან, რა უბედურებაც სჭირდა ჩვენს დედაქალაქ თბილისს XIX საუკუნეში, როცა ქართველი მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებელი უკვე კატასტროფულ ზღვრამდე დავიდა...
– ამასწინათ თბილისში ვიზიტისას სერჟ სარქსიანმაც განაცხადა, რომ სომხეთ-საქართველოს შორის უნდა მოხდეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. თქვენი აზრით, ესეც რამე საფრთხეს შეიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის?
– ზოგადად, თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მეტიც, ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ და ეს ჩვენი ერთგვარი ვალდებულებაც კია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სომხური კაპიტალის შემოდინება იმ ფორმით და მასშტაბით, როგორც დღეს ხდება, ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხედ შეიძლება იქცეს. ჩვენ ამის მწარე ისტორიული გამოცდილება გაგვაჩნია, ამიტომ ამ საკითხის გამარტივება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. პირიქით, როგორც დასაწყისში გითხარით, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულ და ფრთხილ მიდგომას საჭიროებს ამთავითვე, რათა მომავალში უფრო დიდი თავსატეხი არ გაუჩნდეს ქვეყანას...
– რაც შეეხება ჯავახეთში არსებულ პრობლემებს, ამ რამდენიმე ხნის წინ სომხეთის რევოლუციური ფედერაციის _ «დაშნაკცუტიუნის» ბიუროს წარმომადგენელმა გრანტ მარქარიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც სომხური მედიით გავრცელდა, განაცხადა: «ყველა იმ ადამიანმა, ვისთვისაც სომხურ-ქართული ურთიერთობები მნიშვნელოვანია, უნდა გააცნობიეროს, რომ ჯავაკხი დენთით სავსე კასრია, რომელიც ადრე თუ გვიან აფეთქდება». თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება?
– ზოგადად ჯავახეთის საკითხი, ისევე, როგორც აჭარასა, და აფხაზეთში არსებული პრობლემები, არახალია და ყველამ იცის, რომ სომხეთს ოდითგანვე თვალი ეჭირა ამ რეგიონზე. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის «დიდი არმენიის» ტერიტორია, რომელიც ისტორიულად ეკუთვნოდა სომხეთს და დღეს თურმე საქართველოს ძალით ჰქონია მიტაცებული. ის კი არა (არც კი ვიცოდი), ერევანში რომელიღაც კვლევით ინსტიტუტთან თურმე სომხეთის მიმდებარე ტერიტორიების ისტორიის შემსწავლელი კათედრაც კი არსებულა, რომელიც შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ იმუშაოს სწორედ ამ მიმართულებით. ამ კათედრის მუშაკები (მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ანტიქართული განწყობით ცნობილი ვინმე დოცენტი ზოჰრამიანი) ნაშრომებს ნაშრომებზე აქვეყნებენ, პროექტებს პროექტებზე დებენ და ლამის ტყავიდან ძვრებიან იმის დასამტკიცებლად, რომ არამარტო ჯავახეთი, არამედ საქართველოს სხვა ტერიტორიებიც, რომლებიც ოდითგანვე ჩვენი იყო და არც არასდროს ყოფილა სომხეთის შემადგენლობაში, თურმე ისტორიულად მათია და ჩვენ წაგვირთმევია; ამ ყველაფრის დასამტკიცებლად კი ხდება ისტორიის ტოტალური გაყალბება და იშველიებენ ხოლმე ისეთ წყაროებს, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობს.
უბედურება ისაა, რომ ასეთი ორგანიზაციები თუ ინსტიტუტები დღეს ერევანში უამრავია და, სამწუხაროდ, მათ ნამდვილად შეუძლიათ, გარკვეული გავლენა მოახდინონ სომხებით დასახლებულ ჩვენს რეგიონებზე. ასე რომ, რაც შეეხება თქვენს კითხვას, არის თუ არა ჯავახეთი დენთით სავსე კასრი, რა თქმა უნდა ჯავახეთი ყოველთვის იყო და დღესაცაა ჩვენთვის გარკვეული საფრთხისშემცველი, ამიტომ არაერთხელ მითქვამს და კვლავ ვიმეორებ, რომ ერთი წუთითაც, წამითაც არ შეიძლება ამ რეგიონზე ყურადღების მოდუნება. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჯავახეთში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიქმნას პრობლემები, რომლის დროულად გადაუჭრელობაც მერე და მერე უკვე ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს.
– თქვენი აზრით, ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, რამდენად შეესაბამება სომხეთის სახელმწიფო პოლიტიკას, ანუ ოფიციალური ერევანი რამდენად იზიარებს ამ პოზიციას?
– ცალსახად იმის თქმა, რომ სომხეთის ხელისუფლება ხელს უწყობს ან აქეზებს რამე ანტიქართულ მოძრაობას, რა თქმა უნდა, არ იქნება მართებული, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ფაქტია: სომეხი მეცნიერები, განსაკუთრებით ისტორიკოსები და ხელოვანთა გარკვეული ნაწილი ყოველთვის იყვნენ ქართული სახელმწიფოს მიმართ ერთგვარი აგრესიით განწყობილი და ეს აგრესია ხშირად იჩენდა ხოლმე თავს მათ ნაშრომებში ხან პირდაპირ, ხან კი ირიბად.
...იყო ასეთი პოეტი, სილვა კაპუტიკიანი, რომელიც ერთგან წერს: «სამშობლო ღმერთზე მეტია, სამშობლოზე მეტი ეკლესიაა, ეკლესიაზე მეტი ტიგრან დიდია, ტიგრან დიდზე მეტი დიდი სომხეთია»... ხვდებით, ეს რას ნიშნავს და რა არის ამ ყველაფერში ნაგულისხმევი?
ეს სიტყვები რომ წავიკითხე, ერთი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის ნათქვამი გამახსენდა: «სომხებს ავადმყოფური ისტორიზმი სჭირთო»... ეს ნათქვამი საქმეში ნაკლებადჩახედულ ადამიანს შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ, მეორეს მხრივ, სომხურ საისტორიო მწერლობას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ამის თქმის საფუძველი ნამდვილად არსებობს; მართალია, დღემდე დადგენილი არ არის, მოსე ხორენასი რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა, V, VII თუ IX საუკუნეში, მაგრამ მის თხზულებაში «სომხეთის ისტორია» ეს ავადმყოფური ისტორიზმი სრული სახითაა ჩამოყალიბებული და მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი ადრეშუასაუკუნეების სომხური კოსმოკრატიზმის კლასიკურ მაგალითსაც წარმოადგენს.
გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხორენასმა ირანის ისტორია მოხერხებულად მოარგო მშობლიურ წარსულს და აქემენიდებისა და სასანიდების სამხედრო გამარჯვებები ჰაიკიდებსა და არშაკუდებს მიაწერა. თხრობა ირანულ სამყაროში გავრცელებული პოლიტიკური თეორიების მიხედვით გააწყო და მწყობრი კონცეფციით აზიური სამყაროს ფრიად მნიშვნელოვან ნაწილზე ჰაოსების უფლებების დასაბუთება სცადა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სხვისი გამარჯვებებისა და მიწების მიტაცების სენი პირველად მოსე ხორენასმა შეჰყარა სომეხ ისტორიკოსებს და ეს დაავადება მათ გონებაზე ღრმა იარად რჩება დღემდე. მეტიც, სნეულება, როგორც ჩანს, სომხეთის პოლიტიკური ელიტის საკმაოდ დიდ ნაწილსაც გადაედო და ეს ყველაფერი უკვე ძვალ-რბილში ისე აქვთ გამჯდარი, რომ მისგან განკურნება მათ ძალ-ღონეს აღემატება, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ სნეულებისგან გათავისუფლების მცდელობა მათ, ფაქტობრივად, არც არასდროს მოსვლიათ თავში...
– დასასრულს, მინდა ამონარიდი წაგიკითხოთ სომეხი დეპუტატის, შირაკ ტოროსიანის განცხადებიდან: «საქართველოსთან კარგი ურთიერთობის ფასი საკმაოდ დიდია. ამ ფასად ვკარგავთ ჯავახკს, ვინაიდან იქიდან სომხების მასობრივი ემიგრაცია მიმდინარეობს. თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, ჩვენ დავკარგავთ ჯავახკს. ამ შემთხვევაში საქართველოსთან მეგობრობა არ გვჭირდება, ძალიან რომც გვთხოვონ, მაინც». როგორ ფიქრობთ, რამდენად სერიოზული საფრთხის შემცველია თუნდაც ეს კონკრეტული განცხადება?
– ტოროსიანი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი ანტიქართული პოლიტიკის გამტარებელი ადამიანი სომხეთის პარლამენტში, ამიტომ მისგან მსგავსი განცხადება ნამდვილად არ მიკვირს. ის არის თანამედროვე დაშნაკი, რომლის ინტერესები და მისწრაფებები რეალურად არაფრით განსხვავდება იმ იდეებისაგან, რომლებიც ჰქონდათ თავის დროზე სომხეთის დაშნაკურ მთავრობაში მყოფ რეაქციონერებს; ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მწვავე განცხადებებსაც მოვისმენთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, არა მგონია, ტოროსიანი რამე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ისე, მე თუ მკითხავთ, მიმაჩნია, რომ ყველა ასეთი გამოკვეთილი ანტიქართული განწყობის მქონე პოლიტიკოსს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა და, დღეს თუ ვინმე ამას იმსახურებს, პირველ რიგში, ეს არის სწორედ ტოროსიანი. არაფერს ვამბობ მის გარშემო მყოფ იმ ნეოდაშნაკურ გარემოცვაზე, რომელიც დღესდღეობით ზურგს უმაგრებს ამ ადამიანს.
812
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85