"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"მალე თბილისის ქუჩებში პრესის მოძრავი სტელაჟები გამოჩნდება - დედაქალაქში პრესის გავრცელების მხრივ შექმნილი სერიოზული პრობლემების გამოსასწორებლად სულ მალე ახალი პროექტი "საქართველოს პრესის ასოციაციისა" და ფონდ "ქართუს" ერთობლივი დაფინანსებით დაიწყება - მერიის მიერ აღებული პრესის ჯიხურების ნაცვლად მკითხველი სასურველ პრესას მოძრავი ურიკებიდან შეიძენს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით თბილისის ქუჩებში მალე პრესის ურიკები გამოჩნდება.
"ეს იქნება მოძრავი სტელაჟი-ურიკა, ძალიან ლამაზი დიზაინით. გარდა ამისა, იქნება შესაბამისი დიზაინის სპეციალური სტელაჟი-ველოსიპედები. ეს ძალიან საინტერესო ნოუ-ჰაუ იქნება თბილისი სინამდვილისთვის" - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პრესის გავრცელების ხელშეწყობის ორგანიზაციის უფროსი ლექსო ჯიქია. ეს ორგანიზაცია "პრესის ასოციაციის" ეგიდით შეიქმნა. პროექტი გამავრცელებლების ტექნიკურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დაფინანსების წყარო ჯერჯერობით თავად პრესის ასოციაცია და ფონდი "ქართუ" იქნება. ორგანიზატორების ვარაუდით, სხვა დონორები შესაძლოა პროექტის დაწყების დროს გამოჩნდნენ. სტელაჟებზე გამორჩევის გარეშე ყველა ბეჭდური მედია გაიყიდება, ვინც ამ იდეას შემოუერთდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჩვენ დონორებს ახლაც ვეძებთ. პროექტი ახლა იწყება, პოტენციური დონორები ახლაც გვყავს, თუმცა დაფინანსების საკითხები ბოლომდე გარკვეული არ არის. როგორც კი წამოიწყება სრულმასშტაბიანი პროექტი, დაფინანსებაზე შემდეგ ვისაუბროთ - ბიუჯეტის ხარჯვა აბსულუტურად გამჭვირვალე იქნება. ყოველი თვის ბოლოს ყველა გაზეთში, სადაც ხელმისაწვდომობა გვექნება გამოვაქვეყნებთ ყველა თეთრს - რა და როგორ დაიხარჯა. დონორსაც, გრანტის სახით გამოყოფილ ყველა თეთრზე ანგარიშს ღიად ჩავაბარებთ. ყველა გამავრცელებელო კომპანია, რომელიც სურვილს გამოთხვამს, პრესის ამ სახით გავრცელებაში მიიღებს მონაწილეობას. აქ კონკურენციაზე საუბარი არ არის. ჩვენი დამფუძნებელი "პრესისი ასოციაციაა", ეს ადამიანები პროფესიულად არიან ამ მიმართულებასთან დაკავშირებულნი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მერიის მხრიდან შექმნილი პქობლემების გამო საზოგადოება არ დაზარალდეს და პრესის მიწოდების დეფიციტი არ იყოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლექსო ჯიქია.
"ჩვენი ძირითადი მიზანი მომხმარებელია, რომლებსაც გაზეთის წაკითხვის სურვილი აქვთ. იმ ადამიანებს, რომლებიც შეჩვეულ ადგილას მიდიოდნენ და პრესას ყიდულობდნენ, მოძრავი სტელაჟებით ალტერნატივას ვთავაზობთ. პროექტი ახლა იწყება, ამიტომაც ჯერ რაოდენობა მცირე იქნება, მაგრამ შემდეგ მსგავსი პრესის ურიკები ქალაქში მრავლად იქნება. გარდა ამისა, ვხსნით ლოჯისტიკურ ცენტრებს, ოფისებს, საიდანაც პრესის დისტრიბუცია განხორციელდება. მოძრავ სტელაჟებს თბილისში რაიონების მიხედვით თავისი გამანაწილებელი პუნქტი ექნება. სტაციონარული სტელაჟები ახლა არის, მაგრამ ვისაც ადრე ჯიხურები ჰქონდათ და ახლა სამსახურის გარეშე დარჩნენ, მათთვის პროექტში გვაქვს გათვალისწინებული - მათ სტელაჟებს გადავცემთ", - განაგრძობს პრესის გავრცელების ხელშეწყობის ორგანიზაციის უფროსი.
"ვარშავაში მაქვს ნანახი მოძრავი პრესის ურიკა. ძალიან საინტერესო იყო, როცა ადამიანი სამსახურში მიდიოდა და იცოდა, რომ გზად შეხვდებოდა პრესის ურიკა, სადაც დროის დაკარგვის გარეშე მისთვის საინტერესო გაზეთსა თუ ჟურნალს იყიდდა. ჩვენს ურიკებს განსხვავებული დიზაინი ექნება, ვიდრე პოლონეთში. ურიკასა და გამავრცელებლის ქურთუკზე იქნება წარწერა - პრესა. შემიძლია გითხრათ, რომ რეალიზატორებს ძალიან ლამაზი ქურთუკები და ქუდები ექნებათ. ადამიანები, ვინც ამ პროექტში მიიღებეენ მონაწილეობას, თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობენ", - დასძენს ლექსო ჯიქია.
952
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85