დენთის სუნი დგას ჰაერში... შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ ქვეყანა თავზე დაგვექცეს...

დენთის სუნი დგას ჰაერში... შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ ქვეყანა თავზე დაგვექცეს...

 "თუ რუსეთმა დერეფნის გასახსნელად ძალისმიერი ოპერაცია დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე, დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთვევაში დასავლეთიც აგრესიული იქნება მის მიმართ" 

"რაც შეეხება პატრუშევისა და როგოზინის განცხადებებს - საქართველო არანაირი ომისთვის არ ემზადება და გეტყვით, რა მიზანი მიზანი აქვს ასეთ განცხადებებს. როცა ცხინვალში სამოქალაქო დაპირიპირება დაიწყო, რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის სარდლობამ მიიღო ბრძანება "საბრძოლო მზარყოფნა N1". მაშინ გაჩნდა აზრი, რომ ეს დაკავშირებული იყო ცხინვალში არეულობასთან. მაგრამ მეორე დღეს ასეთივე ბრძანება მიიღო აფხაზეთში განლაგებულმა მეშვიდე ბაზამ. ახლა ირკვევა, რომ ეს მზადება ირანთან მოსალოდნელ ომს უკავშირდება. ძალიან სერიოზული პროცესები წამოიწყო რუსეთმა. სომხეთში გიუმრის 102-ე ბაზიდან გაყვანილია სამხედროების ოჯახები. სამხედროების ის ნაწილიც, რომელიც მესამე-მეოთხე ხარისხის ფუნქციას ასრულებდნენ, რუსეთში დააბრუნეს, რომ ბაზისთვის ბალასტი მოეშორებინათ. გარდა ამისა, დაღესტანში ბისბერაშის ბაზაზე ჰყავს თავმოყრილი მთელი კასპიის ზღვის ფლოტილია, ძირითადად სარაკეტო დანადგარებით აღჭურვილი გემები. ჩრდილოეთ ფლოტის ფლაგმანი ავიამზიდი, "გენერალი კუზნეცოვი", ყოფილი "თბილისი", მთელი თავისი ავიაციით დღე-დღეზე შევა სირიის პორტ დარტუსში. გადაუმოწმებელი ინფორმაციიტ ამ ხომალდს 4 თუ 5 ატომური წყალქვეშა ნავი მიაცილებს - აი, ასეთი ტიპის მზადება მიდის რუსეთის მხრიდან", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დენთის სუნი დგას ჰაერში... შეიძლება საქმე იქამდე მივიდეს, რომ ქვეყანა თავზე დაგვექცეს..."

"დავიწყოთ იმით, რომ სომხეთი ირანს ესაზღვრება და თუ სამხედრო ოპერაცია ისე განვითარდა, რომ ირანი აგებს ამ ომს, ლტოლვილები და ირანული ჯარის ნაწილები შეიძლება სომხეთის ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ასეთ შემთხვევაში ირანიც და სომხეთიც დასავლეთის ქვეყნების კოალიციის გავლენის ქვეშ აღმოჩნდებიან და რუსეთშ შეიძლება 102-ე ბაზის დაკარგვის საფრთხემ შეექმნას, რომელასაც ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მისთვის. ასეთ შემთხვევაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული ბაზებით, რომლებიც საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს, რუსეთი ალბათ დაიწყებს საქართველოში დერეფნის გაკეთების ოპერაციას იმისთვის, რომ 102-ე ბაზა არ დაკარგოს, რომ მისი საბრძოლო უზრუნველყოფისა და გამაგრებისთვის ჰქონდეს სახმელეთო მისასვლელი, ავიაციით სრულფასოვანი მომარაგება რთულიც არის და ძვირიც. ამიტომ სჭირდება რუსეთს ასეთი განცხადებები, რომ მერე რაღაც საბაბი მოიგონოს საქართველოში შემოსვლის მიზეზების გასამართლებლად - ამის მოფიქრება არ გაუჭირდებათ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"საბაბის გარეშე ვერ შემოვლენ - ასე მარტივად არ არის საქმე. ირანის ატომურ პროგრამას მთელი დასავლეთი უპირისპირდება, რუსეთს კი საქართველოსთან მიმართებაში ვალდებულებები აქვს აღებული და ასე ღიად ვერ შემოვა, გამამართლებელი მიზეზი სჭირდება. მოკლედ, დენთის სუნი დგას ჰაერში. შეიძლება არც არაფერი მოხდეს, მაგრამ როგორი სიტუაციაა იცით? შეიძლება საქმე იქმდე მივიდეს, რომ ქვეყანა თავზე დაგვექცეს", დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "რუსული ჯარი თუ შემოვა, ამერიკა არ ჩაერევა?" - პასუხობს:

"თუ რუსეთმა ძალისმიერი ოპერაცია დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე, დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთვევაში დასავლეთიც აგრესიული იქნება მის მიმართ, მაგრამ რას მოიმოქმედებენ, ვერ გეტყვით. თუმცა ვფიქრობ, რუსეთი შეიარაღებულ დაპირიპირებაში ამერიკის წინააღმდეგ მონაწილეობას არ მიიღებს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული რომ გარკვეული კუთხით კომპრომისი შედგეს რუსეთ-ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით და ამერიკელებმა ქართული მხარე დაიყოლიონ დერეფნის გასახსნელად. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთსა და ცხინვალის ბაზებზე მზადყოფნაა გამოცხადებული და დერეფნის ძალისმიერი გახსნის გეგმა აქვთ რეზერვში, ვიცი. კიდევ ბევრი რამე გაირკვევა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ".