ჰოდა, თურმე მიშა შევიდა საპარიკმახეროში, სავარძელში ჩაჯდა, პარიკმახერმა მაკრატელი მოიმარჯვა და..

ჰოდა, თურმე მიშა შევიდა საპარიკმახეროში, სავარძელში ჩაჯდა, პარიკმახერმა მაკრატელი მოიმარჯვა და..

"მიშას მუტრუკები დაზარალებული ქალბატონის დედას ემუქრებიან - კრინტი არავისთან დაძრა, თორემ შენ და შენი უახლოესი ნათესავები გამოეთხოვეთ სიცოცხლესო"

"ბათუმელმა ბიზნესმენებმა წყაროს დაწვრილებით უამბეს იმ დავიდარაბისა და მორიგი სისხლიანი სკანდალის შესახებ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ მიხეილ სააკაშვილსა და ერთ ცნობილ ლამაზმანს შორის ატყდა. ეთიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, ჩვენ ამჯერად ქალის ვინაობას არ დავაკონკრეტებთ, თუმცა გამოწვლილვით მოგითხრობთ პირველწყაროს მოწოდებულ ინფორმაციას, ვინც ამ უბედურებასა და საშინელებას შეესწრო და ყველაფერი თავისი თვალით ნახა"- , წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით "ჰოდა, თურმე მიშა შევიდა საპარიკმახეროში, სავარძელში ჩაჯდა, პარიკმახერმა მაკრატელი მოიმარჯვა და..."

"მიხეილ სააკაშვილი თავის მხლებლებთან თუ ხელისბიჭებთან ერთად რომელიღაც რესტორანში ღრეობდა თურმე, რომ იქვე "შერატონში" მყოფი საქმოსნები ახალგაზრდა ქალის გამყინავმა კივილმა შეაკრთო და შეაშფოთა. მთელი "შერატონი" გარეთ გამოფენილა, მაგრამ სააკაშვილის იმწუთიერ ადგილსამყოფელს ცხადია, ახლოს არავინ მიაკარეს. როცა მიშა და გადაქცეული და გულშემოყრილი ქალბატონი იქაურობას სასწრაფოდ მოაშორეს და ყველანი ჯიპებით გაქრნენ, ცნობისმოყვარე ხალხს ადგილზე დახვდა სისხლით მორწყული იატაკი, ხოლო მომსახურე პერსონალი დამბლადაცემულივით ჩიფჩიფებდა - ამ მხეცმა და საქონელმა რა უქნა საცოდავ გოგოს... ჯერ იყო და თავი მოჭრა ამდენ ხალხში, მერე ესეც არ აკმარა და ძუძუს კერტი მოაღეჭაო! როგორც წყაროს ბათუმელებმა უთხრეს, თურქეთის კლინიკაში, სადაც ძუძუსთავმოჭმული თუ მოღეჭილი ქალბატონი გაუქანებიათ სამკურნალოდ, ექიმებმა ვერაფერი გააწყვეს და თურქეთიდან მიხეილ სააკაშვილის მორიგი მსხვერპლი ისრაელის ულტრათანამედროვე კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას ძალიან ძვირადღირებული პლასტიკური ოპერაცია უნდა ჩაუტარდესო", - აღნიშნავს გამოცემა.

"ახლა კი ყველაზე მთავარი და საინტერესო მთელ ამ უბედურებაში - თურმე დაზარალებული ახალგაზრდა ქალბატონის დედა ზე-ხმით მოთქვამს და იმუქრება - ოჯახდაქცეულმა მიშამ შვილი გამიუბედურა, უნდა ვუჩივლო დ ან საგანგებო პრესკონფერენცია ჩავატარო, რომ მაგ გარყვნილს, ზნედაცემულს, ნარკომანსა და ავადმყოფს მთელ მსოფლიოში თავი მოვჭრა და საქვეყნოდ გამოვაჭენოო. ამის გამგონე და ამით შეშინებულმა სააკაშვილმა მთელი თავის საძაღლეთი - კუდ-ი, სოდ-ი, ზონდერები იმ ახალგაზრდა ქალბატონის დედას ოჯახში ჩაუსახლა - სპეცაგენტების თანხმობის გარეშე საცოდავი ქალი ტუალეტსა და აბაზანაშიც ვერ შედის თურმე და საშინელ ტერორშია. მიშას მუტრუკები უმწეო დედას ემუქრებიან და უღრენენ - რამე სისულელე არ გააკეთო და კრინტი არავისთან დაძრა, თორემ შენ და შენი უახლოესი ნათესავები გამოეთხოვეთ სიცოცხლესო. ახლა თურმე მთელი სახელისუფლებო ელიტა, სააკაშვილის მთელი სამგლეთი და საძაღლეთი იმისთვის დარბიან და დამარქაფებულები მხოლოდ იმისთვის იღწვიან, როგორმე საზოგადოებაში მოარული ხმები გაფანტონ და ის საცოდავი ქალბატონი, რომელსაც მიშამ ძუძუ მოაღეჭა, ტელევიზიით ორი წუთით მაინც გამოაჩინონო..." - დასძენს გამოცემა.

"დიდი ეჭვი მაქვს, ბოლოს ეს "ბალაგანი" ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიების საქირქილო კადრით დამთავრდება - გამოქვაბულში გამოჩნდებიან წვერმოშვებული მიშა, უგულავა, პალიკო, კოტიკო, ბოკერია, მერაბიშვილი, ნუგზარ წუკლაური და ახალაიები, რომლებსაც ხელში მშვილდები და მოწამლული ისრები ეჭირებათ, ხოლო ყელზე ოპოზიციის დღევანდელი ლიდერების კბილებისა და თავის ქალების ავგაროზები ექნებათ ჩამოკიდებული - თუ ასე გაგრძელდა, ამ კადრებს "პრომეთეს გამოქვაბულიდან" მსოფლიო აუცილებლად ნახავს!" - მიიჩნევს სტატიის ავტორი.