"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები დღეს 16 საათზე ნუცუბიძის I მიკრორაიონში I კორპუსთთან, პოლიციის შენობასთან პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გააპროტესტებენ. ჟურნალისტები სამართალდამცველებისგან მოითხოვენ, რომ "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიის ხელმძღვანელ ეროსი კიწმარიშვილს ნუცუბიძის 93-ში მდებარე ოფისი დაატოვებინონ. "მასტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტის თქმით, გუშინ პოლიციამ მათ იურისტს განუცხადა, რომ "მაესტროსთან" დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნიან. ღლონტის აზრით, ეს ქმედებაც ადასტურებს, რომ "ეროსი კიწმარიშვილის უკან მიხეილ სააკაშვილი დგას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "SOS "მაესტრო" შველას ითხოვს / "შეიძლება მაუწყებლობის სულ რამდენიმე დღეღა დაგვრჩა..."
"თბილისში არსებულ ყველა საკაბელოზე გავდივართ, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ხელისუფლება ზეწოლას ყველაზე დაიწყებს, თუმცა ყველა საკაბელოს ხელმძღვანელობა არის ვაჟკაცი ხალხი და არ თიშავენ "მაესტროს". სააკაშვილის ცდილობს გაგვთიშოს, მაგრამ ვნახოთ, როგორც გამოუვა" - ამბობს "მაესტროს" გენდირექტორი ილია კიკაბიძე. "გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ საკაბელო კომპანიებზე დაიწყო ზეწოლა "მაესტროს" გამორთვის მიზნით. შეიძლება მაუწყებლობის სულ რამდენიმე დღეღა დაგვრჩა. "იმედი 2-ის"-ის განხორციელება გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუ საზოგადოება დაუშვებს "მაესტროს" გათიშვას, მაშინ საზოგადოება დაუშვებს გაყალბებულ არჩევნებსაც და მიშას სამუდამო მმართველობასაც", - აცხადებს მამუკა ღლონტი და საზოგადოებას მოუწოდებს, "გადავარჩინოთ "მაესტრო" - აღნიშნავს გამოცემა.
"ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლების განცხადებაში ნათქვამია: "2011 წლის 7 დეკემბერს შსს მთავარი სამმართველოს მიერ "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მიმართ გაკეთებული გაფრთხილება, რომ მან დაუყოვნებლივ დატოვოს "მაესტროს" ტერიტორია, დღემდე არ არის სისრულეში მოყვანილი. "მაესტროს" მესაკუთრეების მოთხოვნა, რომ სასამართლოში განხილვების დასრულებამდე "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიას აეკრძალოს ყოველგვარი ქმედება "მაესტროს" სახელით, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ჩვენთვის მთავარია აღდგეს "მაესტროს" სრულყოფილი მაუწყებლობა და დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა მიმდინარე ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა "მაესტროს" მაუწყებლობას გარკვეული პრობლემები შეექმნას. საზოგადოებამ ერთხელ უკვე დაკარგა "იმედი". საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს "მაესტრო". ამისთვის ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ, როგორც ჩვენი საქმით, ასევე საპროტესტო აქციების ფორმით. ჩვენ ჟურნალისტური სოლიდარობის იმედი გვაქვს, რადგან სწორედ ამ სოლიდარობამ რეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით პირველი სერიოზული შედეგი გამოიღო", - წერს სტატიის ავტორი.
"მაესტროს" ჟურნალისტი თეა სიჭინავა აცხადებს, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც უხდებათ მაუწყებლობა, დიდხანს ვერ გაძლებენ, რადგან ამ ფორმატით საზოგადოებას სრულფასოვან ინფორმაციას ვერ აწვდიან და ამიტომ ითხოვენ, ჰქონდეთ ნორმალურად მუშაობის საშუალება და ასევე სთხოვენ სასამართლოს, ეროსი კიწმარიშვილმა დატოვოს ტერიტორია. კიწმარიშვილის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, "შეწყდეს "მაესტროს" უკანონოდ მაუწყებლობა და აღდგეს კანონიერი მაუწყებლობა, რომელსაც ახორციელებს მართვის კომპანია და გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, მათ შორის დირექტორმა და რამდენიმე პროდიუსერმა დატოვონ "მაესტრო", ხოლო დანარჩენს შეუძლია თავისუფლად და სრული კომფორტის პირობებში დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს". მამუკა ღლონტი კი აცხადებს, რომ კიწმარიშვილის ხელით ხელისუფლება მოქმედებს, და მაესტროს ღობეზე "რეალურად ეროსი კიწმარიშვილი კი არა, მიხელ სააკაშვილი გადაძვრა", - დასძენს გამოცემა.
"ვეუბნებით, აგერ არის გენერალური დირექტორი, აგერ არის საკუთრების შესახებ საბუთები, დაგვეხმარეთ შევიდეთ ჩვენს კუთვნილს შენობაში და დავეპატრონოთ ჩვენს კუთვნილ აპარატურას, რაზეც პოლიცია მეუბნება, რომ თურმე მესაკუთრეობა არ არის საკმარისი და უნდა მივიდეთ სასამართლოში - იმის მაგივრად, რომ დაგვეხმარონ, ასეთ პასუხს გვეუბნებიან. ეს არის ხელისუფლების ქმედება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ღლონტი და შეკითხვას - "ხვალ იგეგმება "მაესტროს" ჟურნალისტების აქცია. თუკი რეალურად ხელისუფლება დგას კიწმარიშვილის უკან, ეს აქციები შედეგიანი იქნება?" - პასუხობს:
"აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ვთხოვ მედიას, თქვენს გამოცემას, რომ დაგვიდგნენ გვერდით, როგორც ყოველთვის ჩვენ ვიდექით ყველა აქციაზე, რომელიც მედიას ეხებოდა. ეს აქცია გამოღებს შედეგს აუცილებლად. "იმედის ისტორის თუ განმეორდა დამთავრებულია მედიის საქმე საქართველოში. ყველა მოქალაქემ უნდა გაიაზროს ის, რომ "მაესტროს" გაჩერებით და ამ ქმედებით ხელისუფლება უკვე აყალბებს არჩევნებს. რეგიონებში და საზღვარგარეთ ერთადერთი "მაესტრო" აჩვენებდა - ეს უკვე აღარ არის, რადგან "მაესტრო" სატელიტზე ვერ გადის. შესაბამისად, რეგიონებში ხელისუფლებსი აზრი გადის და დანარჩენი საქართველოს აზრი - არა. ასე რომ, არჩევნების გაყალბება დაწყებული აქვს სააკაშვილს. ფეისბუქზე დავდე უკვე ფოტო, წარწერით SOS, სადაც "O" ნაცვლად არის ჩასმული ჩვენი ლოგი. ახლა ვითხოვთ შველას საზოგადოებოსგან, რადგან, პირველ რიგში, ქართულმა საზოგადოებამ ყუნდა გადაარჩინოს მედია და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები".
874
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85