რობერტ კოულსონი, "Radioliberti"
თბილისი – სახალხო მოძრაობა „ქართული ოცნება“, რომლის მეშვეობითაც მილიარდერი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, მომავლი წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებას აპირებს, დაარსდა და უკვე საქმეში ჩაება.
“ქართული ოცნების” ადმინისტრატორმა მარიკა კარიაულმა რადიო თავისუფლების საქართველოს ოფისს განუცხადა, რომ მოძრაობის წვერთა რაოდენობა უკვე 10.000 კაცს უახლოვდება.
„გუშინდელ თავშეყრაზე ჩვენ 7.000-ზე მეტი შევსებული ფლაერი მოვაგროვეთ“, განაცხადა მან „ზუსტი ციფრი ჯერ არ ვიცით, მაგრამ დღეს უკვე 1000 კაცი მოვიდა ჩვენთან გაერთიანების სურვილით.“
თბილისში 11 დეკემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ივანიშვილმა რამდენიმე ათასი მხარდამჭერის წინაშე ახალი მოძრაობა ოფიციალურად დააფუძნა. მისი დაპირების თანახმად, მოძრაობის მიზანი ქვეყნის ერთიანობის აღდგენა და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის დაჩქარებაა.
„დღეიდან ჩვენი მიზანია ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნის კეთილდღეობის წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი“ განაცხადა ივანიშვილმა.
სხვა მიზნების ჩამოთვლისას ივანიშვილმა განაცხადა: „ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება; ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა; სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენს თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება,
დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია“.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაუყოვნლებლივ დაიწყებს რეგიონალური განყოფილებების გახსნას ქვეყნის ფარგლებში, რათა განამტკიცოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების პოზიციები.
თითქოსდა იმის ხაზგასასმელად, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ახლად მოსულია, 11 დეკემბერს არც ერთი პოლიტიკოსი არ გამოსულა სიტყვით. სანაცვლოდ კულტურის წრის წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ, მაგალითად პოეტი რატი ამაღლობელი, ადამიანთა უფლებების დაცვის აქტივისტი მანანა კობახიძე და ფეხბურთის ვარსკვლავი კახა კალაძე. „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშილიც, რომლებსაც ივანიშვილი სავარაუდო პოლიტიკურ თანამოაზრეებად მიიჩნევს, დარბაზში იმყოფებოდნენ.
არის თუ არა ივანიშვილი სააკაშვილის რეალური ოპონენტი?
“ქართული ოცნების“ მსგავსი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბება, ხშირ შემთხვევაში დასრულებული პოლიტიკური პარტიის შექნის წინაპირობაა. თუმცა ივანიშვილს ასეთი პარტიის ჩამოყალიბება არ შეუძლია, რადგან ოქტომბერში მთავრობამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა. ეს ზუსტად მას შემდეგ მოხდა, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.
12 დეკემბერს, თბილისის სასამართლოში ივანიშვილის მიერ ამ ფაქტის გასაჩივრების მოსმენა დაიწყო, მაგრამ გაურკვეველია როდის მიიღებენ გადწყვეტილებას.
ამასობაში კი, მმართველი პარტია, სააკაშვილის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს პოპულალური მილიარდერის პოლიტიკური როლი დააკნინოს. პარტიის დეპუტატმა ხათუნა ოჩიაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ”ქართული ოცნება” სულაც არაა ახალი.
ოჩიაურმა თბილისში გამართულ შეკრებას „ხმა წარსულიდან უწოდა“ და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „სულაც არაა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქართულ საზოგადოებას რამე ახალს სთავაზობს და საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რამე ცვლილებას მოიტანს. პირიქით, ძველ ნომენკლატურასთან გვაქვს საქმე და იმ ხლხთან, რომლებიც სავარაუდოდ დღევანდელი რეალობით ფრუსტრირებულები არიან. სწორედ ასეთი ხალხი გაერთიანდა და ჩემთვის ეს სევდიანი სანახაობაა. გუშინდელმა შეკრებამ ამ ფაქტს ნათელი მოჰფინა.“
55 წლის ივანიშვილი, უკანსასკნელი ათი წლის განმავლობაში, მშობლიურ სოფელ ჭორვილაში მშვიდად ცხოვრობდა. ძირითადად თავისი ბიზნესის მართვით და ახალ-ახალი საქველმოქმედო პროექტების წამოწყებით იყო დაკავებული. ანალიტიკოსი გია ნოდიას თქმით, სწორედ მისი პოლიტიკური გამოუცდელობა სვამს დიდ კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით მოიგებს ივანიშვილი პარლამენტში უმრავლესობას თუ არა.
„მათ რეალური შანსი აქვთ იმის, რომ არსებული ჯგუფების შორის ყველაზე ძლიერი ოპონენტები გახდნენ“, ამბობს ნოდია, „ მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ გამოუვლენია ისეთი პოლიტიკური ლიდერის ნიშნები, რომელიც მთავრობის რეალურ ალტერნატივას შექმნიდა და რომელიც მის შეცვლასა და ხელისუფლებაში მოსვლას მოახერხებდა.“
foreignpress.ge
867
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85