"ახალი თაობისა" და "ნეტგაზეთის" მასალების მიხედვით
12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-ს წინააღმდეგ ჟურნალისტების ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა დასრულდა. ამ პროცესზე გაირკვა, რომ შსს მზადაა ჟურნალისტებს მატერიალური და ჯანმრთელოსბითვის მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს. ამის შესახებ სასამართლომ პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა ნინო წოწონავამ განაცხადა. საუბარია 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს სპეცრაზმელების მიერ ჟურნალისტებისთვის აპარატურის წართმევასა და მათთვის მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე. მოსარჩელეთა ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტებს ფულს გადაუხდის / შსს მედიის წარმომადგენლების მკურნალობის ხარჯებს დაფარავს.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისამართლე თეა თადაშვილმა განიხილა ჟურნალისტების (7 განმცხადებელი) ერთობლივი სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელეები - "ნეტგაზეთის" ჟურნალისტები კონსტატინე სტალინსკი და თამაზ კუპრეიშვილი, გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს "გაზეთი "ბათუმელები", შპს "ჩოხატაურის მაცნე", შპს "ახალი ამბები" და შპს "რადიოცენტრი პლიუსი" მოითხოვენ მოპასუხის მიერ "პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება/ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების გამო" - აცხადებენ საია-ში. შსს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი აღიარებენ სარჩელს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ნაწილში. რაც შეეხება აპარატურის ნაწილში დავას, მათი განცხადებით პირვანდელი მდგომარეობის სახით ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია, რადგან შსს-ს არ აქვს შესაძლებლობა დააბრუნოს ის ტექნიკა და ის ჩანაწერები, რომლებიც ჟურნალისტებს ჰქონდათ", აღნიშნავს გამოცემა.
"კონკრეტულად, სამინისტრომ ცნო კონსტანტინე სტალინსკის, თამაზ კუპრეიშვილის, ნატო გოგელიას სხეულის დაზიანების ფაქტები. ასევე დადგენილად მიიჩნია "გაძეთი ბათუმელების" მოთხოვნა ორი კამერის წართმევის გამო და შპს "ახალი ამბების" სასარჩელო მოთხოვნა ერთ "ფლიპ-ჩარტთან" დაკავშირებით. შსს-ს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ნატო გოგელიას მოთხოვნა ტელეფონის წართმევის გამო მიყენებული ზიანი ნაწილში, ასევე შპს "ჩოხატაურის მაცნესა" და შპს "ახალი ამბების" ქონებრივი ზიანი. საქმის განხილვა 12 დეკემბერს დასრულდა, საია-ს განცხადებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 26 დეკემბერს 11 საათზე გამოცხადდება", - დასძენს გამოცემა.
"ნეტგაზეთის" რედაქტორ ნესტან ცეცხლაძის თქმით, გაცილებით სამართლიანი იქნებოდა, საქმე ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე აღძრულიყო და ადმინისტრაციულის ნაცვლად დავა სისხლის სამართლის კოლეგიაში განხილულიყო - "ამ მოთხოვნით განაცხადი პროკურატურაში გვქონდა შეტანილი, რადგან ჯანრთელობის დაზიანებასთან და მატერიალურ ზიანთან ერთად, მე პირადად ჟურნალისტურ საქმიანობაშიც შემეშალა ხელი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც მნიშვნელოვანია", - აცხადებს "ნეტგაზეთის" რედაქტორი. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები სხვა ტექნიკის (ვიდეოკამერების) ანაზრაურებასაც ითხოვდნენ, რომლებიც აქციის დარბევის დროს დაუმტვრიეს ჟურნალისტებს. სარჩელის მთლიანი ღირებულება დაახლოებისთ 500 ლარს შეადგენდა, თუმცა სხვა ტექნიკის ანაზღაურებაზე, შსს-მ უარი განაცხადა "არასაკმარისად წარდგენილი სათნადო მტკიცებულებების გამო". წინა განხილვა ამ საქმესთან დაკავშირებით 22 ნოემბერს გაიმართა. პროცესზე მოწმეთა დაკითხვის შემდეგ გაირკვა, შს სამინისტრო აღიარებდა, რომ სპეცრაზმელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს და ამ ფაქტზე არ დავობენ. 22 ნოემბრის სასამართლო პროცესზე სულ 7 მოწმე დაიკითხა, რომლებმაც დეტალურად გაიხსენეს 26 მაისს როგორც საკუთარი თავის, ისე კოლეგების ცემის, ასევე კამერების წართმევის ფაქტები - წერს სტატიის ავტორი.
814
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85