ამას წინათ ქუჩაში ახალგაზრდა გოგონები იდგნენ. ერთს ტელეფონზე დაურეკეს და რაღაც ისეთი უთხრეს, რომ მან გაღიზიანებით უპასუხა: „თქვენ თქვენს კვერცხებს მოუარეთო“! მეგობრებმა მაშინვე ჰკითხეს: „ვინ იყო და რა უნდოდაო“? მან უპასუხა: „ჩემი ბათუმელი ამხანაგი იყო და გამეღადავა, – ველოსიპედი როგორ გყავთო“?
კარგადა გვყავს, აი, ბათუმის ბოთლსა და კვერცხებს კი გაუჭირდათ; ორივე მოხსნეს. არა, სამსახურიდან – არა, სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. კვერცხები ახალ ბულვარში გადააქვთ, ბოთლს კი ალბათ, ელჩად დანიშნავენ ბელარუსში, უკრაინაში ან ყირგიზეთში. ეს ხომ ის ბოთლია, ამ სამი ქვეყნის „დემოკრატიზატორმა“ გივი თარგამაძემ რომ გადააფშვნა თავზე პოლიციელს. ეს იყო თბილისში, ოღონდ რევოლუციამდე და თარგამაძე არ დაიჭირეს. იმიტომაც ყვიროდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება არაფრის მაქნისი იყო.
ბოთლი იქით იყოს და, ზიგმუნდ ფრეიდის მიხედვით, კვერცხები ქალის სასქესო ორგანოს სიმბოლოა. თორმეტი კვერცხი – თორმეტი ქალის თორმეტი სასქესო ორგანოსი. აბა, გამოიცანით, ვის არ ყოფნის ერთი ქალის ერთი სასქესო ორგანო? ალბათ, ვისაც გადააქვს – იმას. ვინ არის ბათუმის მთავარი არქიტექტორი? ბათუმელები ამას სააკაშვილს აბრალებენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ პრეზიდენტია! მართალია, თვითონ ავიწყდება ხოლმე, მაგრამ 2013 წლამდე კვერცხებს, ბოთლებს და ველოსიპედებს მან უნდა მიხედოს. ლილი ფანტოცის (ალბერტო სორდის ბუღალტერ ფანტოცის მოგვარის) ქანდაკება კიდევ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მისი ბათუმური ანალოგი; იქ კვერცხებზე ბოტასები იდგა, აქ ფლოსტები გვაკმარეს. ფანტოციმ ფრანგული ანდაზა განასხეულა ამ უნიკალურ ქმნილებაში: „ვიდრე ცოცხალი ხარ, ისე უნდა იარო, თითქოს კვერცხებზე აბიჯებ“!
ერთი აღმოსავლური ზღაპარი პატარა ქალაქში დატრიალებულ მკვლელობებს აღწერს. მკვლელს რომ ვერ მიაგნეს, დიდი ქალაქიდან ერთი ბრძენი ჩამოიყვანეს და მას თხოვეს დახმარება. ბრძენმა ქალაქში გაიარა, ქალაქელებს დააკვირდა და საღამოს ქალაქის მამებს ჰკითხა: „ვინ არის ის კაცი, ფეხებზე ზანზალაკები რომ აქვს დამაგრებულიო?“ მათ უპასუხეს: ეგ ერთი სათნო კაცია, ზანზალაკები კი იმიტომ უკეთია ფეხებზე, რომ ჭიანჭველები არ გასრისოს, – ასე აფრთხობსო“. ბრძენმა მიუგო: „ჰოდა, სწორედ ეგ არის მკვლელიო“.
ისე, რას ერჩით კვერცხთაყვანისმცემლებს; ჩიკაგოში ჟანგიან ლურსმანს დაუდგეს ძეგლი, მაინის ფრანკფურტში – ჰალსტუხს (აბა, აბა, ეგეთები არ იყოს!), ვენეციაში, იმ სილამაზეში ნაგვის ქანდაკება იწონებს თავს. 12 კვერცხი ამის ფონზე რა დასაძრახია? მართალია, 1,6–მეტრიან კვერცხებში 160 ათასი ლარის გადაყრა ნამეტანია, მაგრამ ნაგავსაც ჯობია, ჟანგიან ლურსმანსაც და დაღეჭილ ჰალსტუკსაც!
უახლოეს მომავალში, ქალაქ ლაზიკაში მახათის გიგანტური ქანდაკების დადგმა იგეგმება. იგი მზის მიმართულებით იტრიალებს, ხოლო მის გიგანტურ ყუნწში სააკაშვილის უჰალსტუხო ბიუსტი დაიდებს ბინას.

984
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85