412 ტონა ალექსანდროულით აშენებული რაჭველები

412 ტონა ალექსანდროულით აშენებული რაჭველები

რაჭაში „რთველი 2010“ საკმაოდ ადრე და საკმაოდ მაღალი ფასებით დაიწყო. თუმცა, მოსავალი მხოლოდ 412 ტონა იქნება და ამიტომაც რაჭველებისთვის 1 კილოგრამ ალექსანდროულში გადახდილი სამი თუ ოთხი ლარი დიდი შვება ვერ იქნება.

 

მთავრობის სხდომაზე მყოფმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა რთველის მიმდინარეობით თავი მოიწონა და რაჭველებს მაღალი შემოსავალი უწინასწარმეტყველა.

 

დაფიქსირებულია უპრეცენდენტოდ მაღალი ფასები განსაკუთრებით ალექსანდროულზე და მუჯურეთულზერაჭველი მევენახეები წლეულს გაორმაგებულ შემოსავალს მიიღებენ, - აღნიშნა სხდომაზე ბაკურ კვეზერელმა.

 

რაჭველმა გლეხებმა, შესაძლოა, რუსული ემბარგოს შემდეგ ყურძენში ყველაზე მაღალი ფასი სწორედ წელს მიიღონ. წინასწარი ინფორმაციით, გამორიცხული არ არის 1 კილოგრამზე 3 ლარზე მეტიც კი გადაუხადონ. მიზეზი ყურძნის მცირე მოსავალია. 

საეროდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რთველის 90% უკვე დასრულებულია. საყურადღებოა ისიც, რომ წლეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით რთველი ადრე დაიწყო და საკმაოდ სწრაფად დამთავრდა.

 

მოსავლის 90% გადამუშავებულია. ეს არის 13 000 ტონა საფერავი, 5,9 ათასი ტონა რქაწითელი. გარდა ამისა, სასურსათო მოხმარებისათვის კახეთიდან გადმოტანილია 30000 ტონა რქაწითელი და 3000 ტონა საფერავი. რაჭაში რთველი დღეს დაიწყო. ალექსანდროულზე და მუჯურეთულზე უპრეცედენტოდ მაღალი ფასებებ ,ამ ჯიშებზე მოთხოვის გზრდამ გამოიწვია, რაც ექსპორტს უკავშირდება, - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შარშან 482 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული მოვიდა. 1 კილოგრამის შესასყიდი ფასი 3 ლარი იყო, აქედან 2 ლარად ყურძენს უშუალოდ ქარხნები იბარებდნენ და 1 ლარს მთავრობა სუბსიდიის სახით ამატებდა.

 

აღსანიშნავია, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში რაჭველები 1 კილოგრამ ალექსანდროულსა და მუჯურეთულს 5-6 ლარად აბარებდნენ. მართლია მაშინ სუბსიდიები არ იყო, მაგრამ რაჭველ გლეხებს ფასზე არასოდეს დაუჩივლიათ.

კვეზერელის ინფორმაციით, წლეულს რაჭველები 412 ტონა ყურძენს დასჯერდებიან. მართალია, მოსავალი შემცირებულია, თუმცა ზაფხულში დაფიქსირებული ძალიან მაღალი ტემპერატურის გამო, მომატებულია შაქრიანობა.

 

მინისტრისაგან განსახვავებული ინფორმაცია აქვთ რაჭველ ბიზნესმენებს. ნიკო ლეკიშვილის განცხადებით, წლეულს რაჭაში ყურძნის მოსავალი შარშანდელის ნახევარიც არ იქნება, მაგრამ მცირე მოსავალის გათვალიწინებით მევენახეებს ყურძნის ჩაბარება არ გაუჭირდებათ. თუმცა, ლეკიშვილი იმასაც აღნიშნავს, რუსული ემბარგოს შემდეგ „ხვანჭკარას“ ექსპორტი დღესაც ჭირს, ვინაიდან ევროპისა და ამერიკის ბაზრისთვის ამ ღვინის უნიკალური თვისებები უცნობია.